ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) პირველი ოქროს მედალი მოიგო

იტალიაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო თასის გათამაშებაზე ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) პირველი ოქროს მედალი მოიგო.

ძალოსანმა ატაცში 200, 210 და 215 კგ. დაძლია და ჩემპიონი გახდა.

ლაშა 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს. ის ზედიზედ მეოთხედ გახდა საუკეთესო სპორტსმენი.

 

კომენტარები