ლაშა ტალახაძე საზოგადოებას მადლობას უხდის(ვიდეო)

ლაშა ტალახაძე პლანეტის საუკეთესო ძალოსნად ზედიზედ მესამედ აღიარეს. ქართველ ძალოსანს ხმა 17084 გულშემატკივარმა მისცა. აღსანიშნავია, რომ ტალახაძემ მეორე ადგილზე გასულ ძალოსანს 11 ათასზე მეტი ხმით აჯობა.
საგულისხმოა, რომ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გამოკითხვაში წელს რეკორდული რაოდენობის ადამიანი ჩაერთო. თავის რჩეულებს ხმა ძალოსნობის 50 ათასზე მეტმა ქომაგმა მისცა, საიდანაც ყველაზე მეტი ხმა ქართველ ძალოსანს ერგო.
ქალთა შორის კი გულშემატკივარმა 9015 ხმით საუკეთესოდ ამერიკელი ძალოსანი გამოარჩია.

Gepostet von Lasha Talaxadze am Donnerstag, 20. Februar 2020

 

მოამზადა ნათია ბერიძემ

კომენტარები