ლოგიკურად: ჩაერევა თუ არა რუსეთი საპარლამენტო არჩევნებში ?

* * *

დასაწყისში ის უნდა აღინიშნოს,რომ მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი ე:წ დიქტატორები და რეჟიმები ხელისუფლებას ყოველთვის ინარჩუნებს, უფრო ზუსტად მოდიან ხელისუფლებაში ან არასდროს მიდიან.
ამის ნათელი მაგალითია, ვენესუელა, კუბა, სირია.
მოსკოვს სამივე სახელმწიფოში თავისი ინტერესი აქვს და აქედან ორს ოკეანის გაღმა სრულად აკონტროლებს და ერთს ახლო აღმოსავლეთში იარაღით და ჰუმანიტარული დახმარებით ისე ამარაგებს,რომ ირგვლივ შემოკრებილი ამერიკული ბაზები ძალიან მარტივად,რომ ვთქვათ კაპიტალისტური სამყაროს მიერ შავ ხვრელში ჩაყრილი ფულია.

* * *
შეუქცევადი პროცესი დგება,როდესაც მოსკოვი კონკრეტულ პოლიტიკურ ან იმპერიალისტურ მიზანს ისახავს მას პირნათლად და ზედმიწევნით ასრულებს, ეს ისტორიამ არაერთგზის დაამტკიცა.

* * *
ეხლა საქართველოს მაგალითზე,რომ ავიღოთ !!!
თანაოკუპანტმა ნაციონალურმა მოძრაობამ პუტინის რუსეთს ხელში ორი სეპარატისტული რეგიონი, რომელსაც 150 სოფელი და მანამდე კონტროლირებადი კოდორი ჩააბარა, რასაც ბონუსად სტრატეგიული პორტი ბათუმში და ენერგო რესურსის 90% მიაყოლა.
აქ რამოსატანია რუსული კომპანიების მიერ ინვესტიციების ჩადება და ტურიზმის სექტირის რუსეთიდან წამოსულ ტურისტებზე ჩამოკიდება.

* * *
აღარ ვსაუბრობ გამიზნულად და პროვოკაციულად დარღვეულ ხელშეკრულებებზე ტალიავინის დასკვნაზე და იმ მავნე რეზოლუციაზე სადაც თანაოკუპანტი სააკაშვილ – ბოკერია აღიარებს ომის დაწყებას.

* * *
კითხვა პირველი, ვინ არის ოკუპანტი პასუხი ცალსახად ასე ჟღერს: სააკაშვილ – ბოკერიას ხელშეწყობით და უშუალო ჩართულობით რუსეთი შემოიჭრა საქართველოში.

გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში: სააკაშვილმა თავისი მოქმედებებით რუსეთს სამხედრო ინტერვენციის საშუალება მისცა.

* * *
ბევრი,რომ არ გამიგრძელდეს ქნირში არც პირველი და არც ბოლო დიპლომატია,რომელიც სააკაშვილს მოსკოვის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს.

* * *
ეხლა მოდით გავაანალიზოთ მოსკოვს,რომლის ხელშიც დღეს არის საკმარისი ბერკეტი თბილისზე ზეგავლენის მოსახვედრად როგორც შიდა ისე საგარეო პოლიტიკაზე ესაჭიროება თუ არა არჩევნებში ჩარევა ???

და თუ მაინც გაფუჭებული პლასტინკასავით აპირებს ოპოზიცია ჩახვევას, ბოკერიამ გვერდით გაიხედოს პუტინის დაქალი ბურჯანაძე ხომ არ უზის ???

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები