„ლევანი არა მხოლოდ ძალიან მაგარი პროფესიონალი ექიმია, ის სასწაული ადამიანიცაა! – კიდევ ერთი დღით გვიან მისვლის შემთხვევაში გადარჩენის შანსი უკვე 0% იყო“ – გიორგი ფანცულაია კორონავირუსისგან განიკურნა

-„ვინაიდან შედარებით უკეთ ვარ (მაგრამ ჯერაც სამკურნალო), ჩემივე თხოვნით ვტოვებ კლინიკას და გადავდივარ სახლის პირობებში სამკურნალოდ. გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ჩემი სიცოცხლის გადარჩენა პირადად ექიმ ლევან რატიანის დამსახურებაა.

ლევანი არა მხოლოდ ძალიან მაგარი პროფესიონალი ექიმია, ის სასწაული ადამიანიცაა! მისი პროფესიონალიზმით ხომ გადამარჩინა (არა და საკითხი ზუსტად ჩემი გადარჩენა არგადარჩენაზე იდგა. კიდევ ერთი დღით გვიან მისვლის შემთხვევაში გადარჩენის შანსი უკვე 0% იყო. ჩემს ასაკში ასეთი მძიმე პაციენტი ამ კლინიკას ჯერ არ ჰყოლია კოვიდით, ეს ლევანის სიტყვებია), ასევე ამ ხნის მანძილზე ლევანი არ დაიჯერებთ და საკუთარი ხელით მიკეთებდა ექთნის საქმესაც, მედგა თავზე და იყო ჩემი ფსიქოლოგი, იცლიდა და საკუთარი ინიციატივით დედაჩემს სახლში უნიშნავდა წამლებს (დედასაც კოვიდი ჰქონდა)! მოკლედ სასწაული ადამიანია!

ასევე, მადლობა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მთელ შემადგენლობას! ასევე, მინდა ყველა ჩემი ახლობელ-ნათესავს მადლობა გადავუხადო, რომლებმაც ამ კოვიდის დროს, ჩემი მაგივრობა გასწიეს, დაუდგნენ ჩემს ოჯახს გვერდში, რათა ღირსეულად დაკრძალულიყო მამაჩემი, ჰამლეტი ფანცულაია!

რა თქმა უნდა, იყო ერთეული მეგობრები, რომელთაგან სხვა რაიმეს მოველოდი, მაგრამ ცხოვრებაში სულ გხვდებიან ასეთები… ამიტომ დიდად არ მწყდება მათ წყალღვინო საქციელზე გული!…

P.S. მთავარია გადავრჩი! მალე ფეხზეც დავდგები!.. რის შემდეგ მამაჩემის დატოვებულ ოჯახსაც გავუძღვები და რა თქმა უნდა ვიზრუნებ ჩემს პატარა კონსტანტინეზე! ასევე გპირდებით, სულ რამოდენიმე თვეში, აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებასაც დავუბრუნდბი! აბა დროებით, მეტად აღარ შეგაწუხებთ!“, – წერს ადვოკატი, გიორგი ფანცულაია, ის  კორონავირუსისგან განიკურნა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა დატოვა.

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას მამა, ჰამლეტ ფანცულაია კორონავირუსით გარდაიცვალა.

-„ძალიან მძიმე ამბავი გვაქვს… კოვიდთან უთანასწორო ბრძოლის შემდეგ, ამ დილით გარდაიცვალა გიორგის მამა, ჰამლეტ ფანცულაია … ამ ეტაპზე გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობაც საკმაოდ მძიმეა. მეტ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწოდებთ”- წერდა სოციალურ ქსელში ადვოკატი, მია ზოიძე.

კომენტარები