ლევან გოგიჩაიშვილი:„სიაში არიან ადამიანები, რომლებიც არის ადეიშვილის კოლბაში გამოყვანილი მოძალადე, ჯალათი მოსამართლეები“

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიათან დაკავშირებით განაცხადა:

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია,  არის უბედურება ქართული მართლმსაჯულებისთვის.

სიაში არიან ადამიანები, რომლებიც არის ადეიშვილის კოლბაში გამოყვანილი მოძალადე, ჯალათი მოსამართლეები. ისინი სააკაშვილის რეჟიმთან ერთად, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებდნენ ადამიანებს, უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებებს უმართლებდნენ ხელისუფლებას, უდანაშაულო ადამიანებს ციხეში ამწესებდნენ. თამარ ალანია გვირგვანია ამ ყველაზე დიდი ბოროტების.

მინდა, ვკითხო თეა წულუკიანს, ეს არის მისი 7-წლიანი მინისტრობის შედეგი, რომ ადეიშვილის მოსამართლეები უნდა ავირჩიოთ უვადოდ? ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მაქსიმალური ფასი გადაიხადოს ბიძინა ივანიშვილმა. მას უნდა ეტკინოს ყველაზე მეტად ეს პროცესი. არის სამარცხვინო, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ. ამ ადამიანების სასამართლოში შესვლა დაგვირგვინება იქნება ამ ქვეყანაში ავტორიტარიზმის.

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან დიდი ფასი გადაიხადოს“.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტისთვის წარსადგენი უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატთა სია დაამტკიცა.

 

კომენტარები