ლევან დავითაშვილი: „წლის ბოლოსთვის, გვექნება მოდელი, რომელიც მოსახლეობის ინტერესებს ნამდვილად უპასუხებს“ – პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივა

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა:

-„წლის ბოლოსთვის, გვექნება მოდელი, რომელიც მოსახლეობის ინტერესებს ნამდვილად უპასუხებს. მინდა განვმარტო, –  ინიციატივა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა, გულისხმობს იმ შრომისუნარიანი მოსახლეობის გააქტიურებას, საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვას, რომლითაც მოსახლეობის სოციალური პირობები უნდა გაუმჯობესდეს. გაჩნდა კითხვა, რამდენად შეიძლება, ეს იყოს სოციალური დახმარების ალტერნატივა. ჩვენ ვამბობთ, – დღეისთვის, ადამიანებს, რომლებიც შემოსავალს იღებენ ამ სტატუსით, შემოსავალი უნდა გაეზარდოთ, ახალი შესაძლებლობები უნდა გაჩნდეს. რა თქმა უნდა, მუშაობასთან ერთად, მათი კვალიფიკაციაც უნდა ამაღლდეს, უნდა გააქტიურდნენ შრომისუნარიანი ადამიანები. დაახლოებით, 200-250 ათასი ასეთი ადამიანი გვყავს. ამაზე არსებობს დეტალური ინფორმაცია, რომელიც წარმოდგენილია სხვადასხვა მუნიციპალიტეტსა და რეგიონში. ბევრ სამუშაო ადგილზე დეფიციტია. ეს ეხება კერძო სექტორსაც, – სოფლის მეურნეობა იქნება ეს, გადამმუშავებელი მრეწველობა, სამშენებლო სექტორი თუ სხვა. ინიციატივის ფარგლებში, უნდა მოხდეს ახალი სამუშაო ადგილების შექმნაც, რადგან, მუნიციპალიტეტის დონეზე, ძალიან ბევრი გამოწვევაა.

ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი შეიძლება გაჩნდეს ჩვენი სამინისტროს მიმართულებითაც, რაც გულისხმობს ტყის, დაცული ტერიტორიების უკეთ მოვლას და ა.შ., ამ თვალსაზრისით, ყოველთვის ვხედავთ სამუშაო ძალის დეფიციტს. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს გარკვეული კვალიფიკაცია უნდა მივცეთ და შემდგომში, მათი შემოსავალი, ახალი სამუშაო შესაძლებლობების გამოყენების შედეგად, უნდა გაიზარდოს“.

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ინიციატივაზე, რომელიც სოციალური პოლიტიკის ახალი ხედვით განვითარებას უკავშირდება.

კომენტარები