ლევან ვარშალომიძის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან ვარშალომიძის მამა კორონავირუსით გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გურამ ვარშალომიძეს თანმდევი დაავადება ჰქონდა. მას COVID-19-ის დიაგნოზი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა.

წარსულში გურამ ვარშალომიძე აჭარის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე იყო.

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 887 ადამიანს დაუდასტურდა, 242 გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსით ინფიცირებულების გარდაცვლილთა რაოდენობას 11 დაემატა, სულ ეს რიცხვი 124-ს შეადგენს.

გარდაცვლილი 11 პაციენტიდან 5 თბილისში მკურნალობდა, 3 – ბათუმში, 2 -იმერეთში, ერთი კი გორში.

აჭარაში 342 ახალი შემთხვევა, თბილისში – 277, იმერეთში – 198, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 22, ქვემო ქართლში – 3, შიდა ქართლში – 12, გურიაში – 11, მცხეთა-მთიანეთში – 10, კახეთში – 7, სამცხე-ჯავახეთში – 3, რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში – 2 ახალი შემთხვევა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 15 327 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7 613 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა 124 პაციენტი.

კომენტარები