ლევან იოსელიანი:„სწორი გადაწყვეტილება იყო- სივრცე დატოვეს ოპოზიციასთან მოლაპარაკებისთვის“

-„სწორი გადაწყვეტილება იყო, რაც მიიღეს, მგონია,  ოპოზიციამ უნდა განაგრძოს მოლაპარაკებები და საბოლოოდ დაასრულოს ისე, როგორც დავასრულეთ ჩვენ. უნდა მოილაპარაკონ, შემოვიდნენ პარლამენტში, დღეს ეს ქვეყნისთვის საუკეთესო გამოსავალია. იმედია, ამას აცნობირებენ და ყველა შემოვა პარლამენტში.

თავის დროზე, „მოქალაქეები“ ოპოზიციას იმიტომ გაემიჯნა, პროცესი ჩიხში იყო შესული. ჩვენ თავის დროზე რა პროცესიც დავინახეთ შიგნით, ოპოზიციაში, ამის შესახებ დავიწყეთ საუბარი. ჩვენ გავემიჯნეთ ამ პროცესებს, ცალკე ნაბიჯებით დავიწყეთ სიარული. მივიყვანეთ მოლაპარაკებები ბოლომდე, იმ პირობებით, რაც მთლიანი ოპოზიციისთვის იყო მისაღები. გავაფორმეთ შეთანხმება. ჩვენი მიზანია, მისი იმპლემენტაცია შევძლოთ პარლამენტში.

მიმაჩნია,  „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო სწორი გადაწყვეტილება და სივრცე დატოვა ოპოზიციასთან მოლაპარაკებისთვის. ჩვენ აქამდეც ვამბობდით,  ოპოზიციისთვის მანდატების შეჩერება იქნებოდა ცუდი გამოსავალი, პოლიტიკური პროცესი ჩიხში შევიდოდა“, – განაცხადა „ტვ.პირველის“ ეთერში „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების გაუქმებისგან თავს იკავებს

კომენტარები