ლევან რატიანი: „თებერვალში მეც ვამბობდი, ვირუსი მკვლელია, გამოცდილებამ აჩვენა, ეს ასე არ არის“

-„ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის შესახებ დიდი გამოცდილება არ გვქონდა. ექიმობა განისაზღვრება თეორიულ ცოდნას პლიუს პრაქტიკული გამოცდილება,  რადგან იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში საშინელება ხდებოდა, ადამიანები იხოცებოდნენ, ალბათ, იქ ეს გამოუცდელი ექიმობით ხდებოდა. ჩვენმა ქვეყანამ ამაში დრო მოიგო, მათმა გამოცდილებამ დაგვანახა, ეს ვირუსი, რომელსაც მანამდე ვეძახდით, არის მომაკვდინებელი, ასე არ ყოფილა.

დაგროვდა გამოცდილება, მივიღეთ ცოდნა, ეს აღმოჩნდა ვირუსი, რომელმაც შეიძლება დააზიანოს ყველა ის ორგანი რომელსაც ადამიანის ორგანიზმშია მოთავსებული. შევისწავლეთ ამ ვირუსის ბიოლოგიური ასპექტები, ამა თუ იმ ეტაპზე რა გართულებას იძლევა. სიმპტომური თერაპიით ამ ვირუსთან ბრძოლას გამარჯვებით მივაღწევთ. მაგრამ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანდემიაზე და ეპიდემიაზე გამარჯვება მაშინ ხდება, როდესაც შეიქმნება ვაქცინა და პათოგენეზური მკურნალობა.

თებერვალში მეც ვამბობდი, ვირუსი მკვლელი არის, გამოცდილებამ აჩვენა, ეს ასე არ არის“, – განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა „მაესტროს“ ეთერში.

საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 20. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1917 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1354-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები