ლევან რატიანი პლაქვენილით მკურნალობაზე: „ჩვენებაც კარგად ვიცით, როდის დავნიშნოთ ისიც, უკუჩვენებაც და როდის შევწყვიტოთ და და რა დოზით მივცეთ“

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა უკუჩვენება პრეპარატ პლანქვენილს და ხომ არ გამოვლენილა ის რომელიმე პაციენტში?

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა:

-„კარგად ვიცით, როდის დავნიშნოთ, უკუჩვენებაც, როდის შევწყვიტოთ და რა დოზით მივცეთ პაციენტებს.

სახელმწიფო პროტოკოლში დაწვრილებით წერია, თუ ვის დაენიშნოს პლანქვენილი და ვის არა, და როგორ უნდა მოხდეს პაციენტების მკურნალობა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში დევს პროტოკოლი, რომელიც დამტკიცებულია ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძის მიერ, მისი ერთ-ერთი ავტორი მეც გახლავართ.იქ დაწვრილებით წერია, ვის დაენიშნოს პლაქვენილი, ვის – არა და როგორ ვუმკურნალოთ პაციენტებს. ჩვენი კლინიკა გახლავთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკა, რომელიც იყო მულტიპროფილური. მთავრობის დადგენილებით გადაკეთდა კოვიდთან ბრძოლის კლინიკად და არის ყველაზე მძლავრი, არავის ეწყინება, იმიტომ, რომ აქ არიან გაერთიანებული ის ადამიანები, რომლებიც თანამედროვე სიტყვას ამბობენ დღეს მედიცინაში დღეს და გუშინაც ასე იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენებაც კარგად ვიცით, როდის დავნიშნოთ, უკუჩვენებაც, როდის შევწყვიტოთ და რა დოზით მივცეთ პაციენტებს“.

საქართველოში კორონავირუსი 593 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 223 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

კომენტარები