ლევან რატიანი: „შვილებთან ვარ, ძლივს“
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში Covid-19-ით ინფიცირებული პაციენტები აღარ არიან.
სავარაუდოდ, სამედიცინო დაწესებულება ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
„პრაიმტაიმი“ კლინიკის დირექტორს, ლევან რატიანს დაუკავშირდა, თუმცა, ინტერვიუზე საპატიო მიზეზის გამო უარი გვითხრა:
„შვილებთან ვარ, ძლივს, მოგვიანებით ჩავწეროთ, გთხოვთ“, – გვითხრა ლევან რატიანმა.
ლევან რატიანი ამბობდა, რომ თვეებია შვილები არ უნახავს:
„მყავს ოჯახი, 3 შვილი. სიმართლე გითხრათ, „სკაიპითაც“ არ ვუყურებ, იმიტომ რომ მერე მადგება თვალზე ცრემლი და არ მინდა ცრემლიანი თვალებით დამინახონ ბავშვებმა. შვილები ერთი თვე არ მინახავს“.
სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge