ლევან ფრანგიშვილის წერილი, რომელიც ეძღვნება ბოლო წლებში საქართველოს მთვრობების მიერ არაერთხელ, დაბეჯითებით გავრცელებულ ჭორს, თუ რარიგ ღარიბი ქვეყანაა საქართველო.

—მდიდარი საქართველო—

ედუარდ შევარდნაძედან დაწყებული, ამჟამინდელ პრემიერ მინისტრით (გიორგი გახარია) დამთავრებული, ყველა მთავრობა გვარწმუნებს , რომ საქართველო უღარიბესი ქვეყანაა, არადა ამ დროს უპირობოდ გაყიდეს და ახლაც ყიდიან ქართველი ერის კუთვნილ უზღვავ ბუნებრივ რესურსებს, რომლითაც ერთობ დატვირთულია საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორია.
ალექსანდრე ჯანელიძე – მსოფლიო დონის მეცნიერი (1888-1975) რომელიც ცნობილია საქართველოში გეოლოგიური ინსტიტუტის დაარსებით და ასევე მსოფლიო მნიშვნელობის სამეცნიერო შრომებით (კონტინენტები და მათი წარმოშობა. საქართველოს ბელტის პრობლემა. ნარკვევები გეოლოგიის ისტორიიდან და ა. შ. ), თანამებრძოლ გეოლოგებთან ერთად ჩაატარა საექსპედიციო სამუშაოები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და აღმოაჩინა 73 სახეობის სიმდიდრე: ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, თუთია, ბარიტი და ა. შ. ექსპედიციის მიერ წარმოებული გეოლოგიური კვლევებით აღმოჩნდა, რომ მთელი ჩვენი მთიანეთი, როგორც სამხრეთით, ისე ჩრდილოეთით დატვირთულია სასარგებლო წიაღისეულით. ამასთან ბატონ ალექსანდერე ჯანელიძის მიერ დაარსებულმა გეოლოგიის ინსტიტუტმა აღზარდა არაერთი მსოფლიო დონის მეცნიერი, რომლებიც იკვლევდნენ საქართველოს გეოლოგიას და უდიდესი როლი შეასრულეს ამ დარგის განვითრებაში, შექმნეს შრომები, რომლითაც უნდა ესარგებლა საქართველოს მოსახლეობას, მაგრამ სამწუხაროდ ამ მეცნიერთა მიერ აღმოჩენილი საქართველოს ეროვნული სიმდიდრე, დღეს უცხოელ ოფშორელთა ხელშია, რომელნიც გულსრულად არიან მისეულნი საქართველოს ეროვნულ სიმდიდრეებს და უღვთოდ ძარცვავენ მას. თან, მათ მფარველ მთავრობა-ოპოზიციის მეშვეობით, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში გვარწმუნებენ, რომ საქართველო უღარიბესი ქვეყანაა.
ვერ გეტყვით რამდენად მოახდინა თქვენზე შთაბეჭდილება ამ ინფორმაციამ, მაგრამ თუკი თქვენ ამის შესახებ უკვე იცით, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ეს ამბები ჩვენი თანამემამულეების უმრავლესობისთვის დაფარულია და საჭიროა, მისი იგივე უწყვეტ რეჟიმში გავრცელება, როგორ რეჟიმშიც მთვრობა-ოპოზიცია გვარწმუნებს, რომ ღარიბნი ვართ.
ახლა მიზეზებზე ვთქვათ ორი სიტყვა, თუ რა ამოძრავებთ სიცრუის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომელსაც დღეს ჩვენი მთავრობა-ოპოზიცია ჰქვია. რას ემსახურება ამ დიდი ტყუილის გავრცელება, რომ საქართველო ღარიბია.
ალბათ მოგეხსენებათ 90-იანი წლების საქართველოში განვითარებული სამწუხარო მოვლენები (თბილისის ომი), რომლის შედეგადაც დამხობილ იქნა კანონიერად არჩეული საქართველოს პრეზიდენტი.
მას შემდეგ თითქმის 30 წელი გავიდა და ის სტატუს ქვო, რომელიც ხუნტის მიერ საქართველოს პრეზიდენტის გადაყენება და შემდეგ მისი მკვლელობა მოჰყვა, —შენარჩუნებულია. ის ძალები, ისევ ხელმწიფებენ საქართველოში და საქართველოს მოსახლეობის ინტერესებისთვის, მათი განვითარებისთვის არ ზრუნავენ. მათ ეს სამწუხარო, საომარი მოვლენები გამოიყენეს და სოციალისტური რეჟიმის პირობებში მოპოვებული ხალხის სიმდიდრე მიითვისეს, რითაც უზარმაზარი თანხების საკუთარ ანგარიშებზე თავმოყრა შეძლეს; შეძლეს მოესყიდათ მთავრობები, მედია საშუალებები, განათლების სისტემა, რომლითაც საქართველოს მოსახლეობის ხედვების ფორმირება მოხერხდა, რომ საქართველო ღარიბია და ჩვენ უნდა შევეგუოთ ამ სიღარიბეს.
თუკი ზემოთ გამოთქმულ ისტორიულ ფაქტებსა და ამ ფაქტებიდან გამომდინარე მსჯელობას დავეთანხმებით, გამოდის, რომ სპეც. გეგმის მიხედვით იყო მოწყობილი თბილისის ომი და ამ ომის შედეგი სხვა სავალალო გარემოებები, რომ შემდეგ დასუსტებული, ომგამოვლილი ქვეყნის რესურსები მითვისებინათ.
მაშ. საქართველოს დღევანდელ დამამცირებელ (ქონების წართმევა ერისთვის ძალიან დამამცირებელია და ამასთან შეგუება, მე-3 ქვეყნის სტატუსის გარანტიაა) მდგომარეობაში ყოფნა, სიმდიდრეებისთვის ბრძოლის შედეგი ყოფილა და მოსაძიებელია გზები, მის დასაბრუნებლად.
გამოსავლის ძიებაში პირველი რიგის საკითხი განათლება, ანუ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა კუთხით და მასთან ერთად აუცილებელია გავიგოთ, თუ რა სიმდიდრეებს ფლობს საქართველო და როგორ უკანონოდ აქვთ მითვისებული უცხოურ, თუ შინაურ ოფშორულ ფირმებს მთელი საქართველოს მოსახლეობის კუთვნილი, ეროვნული სიმდიდრეები.

ლევან ფრანგიშვილი

 

წყარო: https://www.facebook.com/levan.frangishvili/posts/4771679399524225

კომენტარები