ლევან ჩაჩუა: დაეხმარეთ ვერის პარკში შეკრებილ ბიჭებს!

ორგანიზაცია “ქართული იდეის” თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა ფეისბუქის საკუთარი გვერდიდან თბილისელებს ვერის პარკში შეკრებილი ადამიანების დასახმარებლად მოუწოდებს. – მეგობრებო, გთხოვთ ყურადღებას!
ხალხი ჩამოდის რეგიონებიდან და ბევრი მათგანი აპირებს დარჩეს 23-მდე.
ამ დღეებში ჩვენი შეკრების ადგილი იქნება ვერის პარკი.
მცირედი წვლილი ყველამ უნდა შევიტანოთ ამ საქმეში. დიასახლისებმა ღვეზელები (რისი საშუალებაც გექნებათ) გამოუცხვეთ ბიჭებს. ასევე, დაგვჭირდება ,,მატრასები”, რომ ბიჭებმა ღამით ცოტა ხნით მაინც დაისვენონ. (ბოლო-ბოლო გვათხოვეთ და დაგიბრუნებთ).
მოკლედ, ყველა ჩავერთოთ მცირედით მაინც და მთლიანობაში დიდი საქმე გაკეთდება.
ღმერთი იყოს ჩვენი შემწე და მფარველი!
გთხოვთ გაავრცელოთ – წერს ჩაჩუა.

კომენტარები