ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

 ლევან ხაბეიშვილისა და შალვა ნათელაშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი. საკითხი ბიუროს გადაეცემა, ბიურომ ის პლენარული სხდომის დღის წესრიგში უნდა შეიტანოს.

დანარჩენი დეპუტატების საკითხი კომიტეტის სხდომაზე  28 იანვარს გავა. პლენარულ სხდომაზე განხილვა საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.

კომენტარები