ლევან ხაბეიშვილი: „ვანო მერაბიშვილს აქვს ლეგიტიმური უფლება არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ხალხმა უნდა გადაწყვიტოს“

-„რა თქმა უნდა, კონსულტაციები ყველა მიმართულებით მიმდინარეობს.ეს ადამიანი 7 წლის განმავლობაში ციხეში იყო გამოკეტილი, მისი გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით სტრასბურგმა რა დასკვნა დადო და როგორ იყო ეს, საზოგადოებისთვის ცნობილია,.ამიტომ, ამ ადამიანს აქვს ლეგიტიმური უფლება, მათ შორის, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, მით უმეტეს, ისეთ არჩევნებში, სადაც ლეგიტიმურად ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, მისცემენ თუ არა ხმას. მგონია, აბსოლუტურად ნორმალურია. თუმცა, რა თქმა უნდა, იქნება კონსტულტაციები. ძალიან მალე იქნება გადაწყვეტილება, ეს რომ შორს ვეღარ იქნება, ფაქტია, არჩევნები კარზეა მომდგარი, ამიტომ ძალიან მალე, მათ შორის, ოპოზიციური ერთიანი კანდიდატები იქნებიან სადმე სხვაგან თუ „ნაციონალური მოძრაობა“, პირობითად, კონკრეტულად დააყენებს სხვადასხვა ოლქში, ამაზე გადაწყვეტილებას გაახმოვანებს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“, ვანო მერაბიშვილის ახალციხეში მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელებასთან დაკავშირებით.

გავრცელებული ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილის ახალციხეში მაჟორიტარად იყრის კენჭს.

კომენტარები