ლელა ქიტიაშვილი: არ არსებობს ჯანმრთელობის პრობლემა, რომელსაც თაფლი ვერ შველის!

ცაცხვის თაფლი საუკეთესო საშუალება ყოფილა ვირუსისგან ფილტვების დასაცავად, ოღონდ, აუცილებლად ნატურალური უნდა იყოს. ამიტომ, ის პირდაპირ  მწარმოებელთან უნდა შევიძინოთპროფესიონალი მეფუტკრე თაფლს არასოდეს გააყალბებსერთი ღვთივსათნო ოჯახი მიმასწავლეს, რომლის ყველა წევრი მეფუტკრეობით არის დაკავებული. დიასახლისმა, ლელა ქიტიაშვილმა საუკეთესო თაფლი გამომატანა და ფუტკრის მიერ შექმნილი პროდუქტების შესახებ გასაოცარი ამბებიც მომითხრო:

  • 25 წელია, ფუტკრებთან ერთად ვცხოვრობ. მეფუტკრეობა ჩემმა მეუღლემ, ილია ხომასურიძემ შემაყვარა. ჩვენი ოთხივე შვილი ჩაბმულია ამ საოცრად აზარტულ და მადლიან საქმიანობაში. თანდათან, გამოცდილებას ვიძენდით, მეფუტკრეობის კორიფეებთან – იუზა გიგაშვილთან, ვენერა სტეფანიშვილთან, შალვა იოსელიანთან, თემურ ღოღობერიძესთან, ლადო ვარდოსანიძესთან და სხვა სწავლულ მეფუტკრეებთან გავდიოდით კონსულტაციებს. ფუტკარი ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად, ჩვენი ოჯახის შეუცვლელ წევრად იქცა! ფუტკრის ოჯახი მთელი სამყაროა, რომელიც ყოველდღიურად გვაოცებს დისციპლინით, წესრიგით, თავდადებით, შრომის და კანონის სიყვარულით. ფუტკრის ოჯახი არის მოწესრიგებული სახელმწიფოს მოდელი, რომელსაც ჰყავს თავისი ლიდერი და ქვეშევრდომები. თითოეული – მისთვის განსაზღვრული საქმით არის დაკავებული, რასაც ზედმიწევნით პატიოსნად ასრულებს.

 

  • მაინც, რას საქმიანობენ ამ „სახელმწიფოს“ ლიდერი და ქვეშევრდომები?

 

  • ოჯახში ყველაფერს წყვეტს დედა ფუტკარი. მას სკაში ორი მთავარ ფუნქცია გააჩნია: 1. გაავრცელოს ფერომონი, ანუ თავისი ოჯახის სუნი. სწორედ ეს სუნი აერთიანებს ოჯახს რომლის წევრი ნებისმიერი ფუტკრისთვის სხვა, მახლობლად მცხოვრები ოჯახები უცხონი არიან.  ერთგვარი „ეროვნული თვითშეგნების“ მოდელია, ფუტკრის ოჯახი. 2. აქტიურად დებდეს კვერცხებს და ამრავლებდეს ოჯახს.  ამ ორი ფუნქციიდან ერთიც რომ  დარჩეს შეუსრულებელი, მაშინვე, მუშა ფუტკრები სხვა დედა ფუტკარს გამოიყვანენ, ძველს კი – მოკლავენ. ამგვარად მიმდინარეობს ოჯახში ბუნებრივი გადარჩევა. სკაში რომ ჩავიხედოთ, დედა ფუტკარს მაშინვე გამოვარჩევთ. იგი მუდმივად, ფიჭაზე დაიარება, ამოწმებს, რამდენად კარგად არის დამუშავებული მუშა ფუტკრების მიერ სამუშე უჯრედები დინდგელით. მხოლოდ იმ შემთხვევაში დადებს კვერცხს, თუ  უჯრაში სათანადო სისუფთავეს დაინახავს. მომსახურე ფუტკარი ამ კვერცხზე სადედე რძეს დაასხავს და დაბეჭდავს. სადედე რძის რაოდენობიდან გამომდინარე იჩეკება სხვადსხვა სახის ფუტკარი: დედა ფუტკარი იჩეკება 16 დღეში; მუშა ფუტკარი – 21 დღეში, ხოლო მამალ ფუტკარს – 24 დღე დასჭირდება.

როცა ბუნებაში საკვების ნაკლებობაა, მამლებს მუშა ფუტკრები ხოცავენ, თუმცა მამალი ფუტკრები უსაქმურები სულაც არ არიან – ბარტყებს ათბობენ! მართალია, დედაც და მუშა ფუტკრებიც მდედრობითი სქესის არიან, მაგრამ მათ შორის არის განსხვავება: დედა ფუტკარი კვერცხის დადების მომენტიდან მოყოლებული, სადედე რძით აქტიურად იკვებება, რის შედეგადაც, მას კვერცხის დადების ინსტინქტი უვითარდება. სადედე რძეს – სიცოცხლის ელექსირს ეძახიან. ბუნებაში მსგავსი პროდუქტი არ არსებობს. მას ფუტკარი გამოიმუშავებს ზედა სარძევე ჯირკვლებში. ამ რძით მთელი სიცოცხლის განმავლობაში საზრდოობს დედა ფუტკარი, ასევე, ამით იკვებებიან ახალგაზრდა, ბარტყი ფუტკრები.

დღეში 1 გრამი ფუტკრის სადედე რძის მიღებით, მოზრდილი ადამიანი იძენს ძლიერ იმუნიტეტს, სწრაფად ვითარდება ფიზიკურად და ინტელექტუალურად. მკვეთრად იზრდება შრომისნაყოფიერება, რადგან, ეს პროდუქტი შეუდარებელი ენერგეტიკული წყაროა. ბავშვებისთვის კი, გრამის მეხუთედიც საკმარისია. 1 გრამი სადედე რძის დღევანდელი ფასი მხოლოდ 3 ლარია, თუმცა ის ძნელად მოსაპოვებელი პროდუქტია

 

  • სადედე რძეზე უკვე მითხარითკიდევ, რას გვაძლევს ფუტკარი?

 

  • ფუტკარი ექვს შეუცვლელ და უნიკალურ პროდუქტს იძლევა. ესენია: თაფლი, ჭეო (ყვავილის მტვერი), დინდგელი, სანთელი, სადედე რძე, ფუტკრის შხამი. აქედან პირველი სამი – მცენარეულია, დანარჩენი – ცხოველური, რადგან მათ საკუთარი ორგანიზმიდან გამოიმუშავებს.

თაფლი არის ყვავილის ნექტრის პროდუქტი. ყვავილის ნექტარი (სიტკბო) შეიცავს 80 %-მდე წყალს. ფუტკარს ნექტარი სკაში მიაქვს ჩიჩახვის დახმარებით და ცარიელ უჯრებში ასხავს, შემდეგ, ღამის განმავლობაში გადაამუშავებს და წყლის შემცველობა 18 % – მდე დაჰყავს. ეს უკვე თაფლია. ამის შემდეგ უჯრას სანთლით გადაბეჭდავს.

დინდგელი – მცენარის ქერქის პროდუქტია, რომელიც ფუტკარს სკაში მოაქვს და დეზინფექციისთვის იყენებს. ის შეუდარებელი ბუნებრივი ანტიბიოტიკია. სკაში ხომ უამრავი მავნებელი ცდილობს შეჭრას: ჩრჩილი, ხვლიკი, თაგვი და ა.შ. სკაში შეჭრილ თაგვს ფუტკრები კლავენ, მაგრამ ლეშის გარეთ გათრევას ვერ ახერხებენ. სამაგიეროდ, დინდგელის საშუალებით შეფუთავენ, როგორც მუმიას და ლეში 1000 წლის განმავლობაშიც არ გაიხრწნება! ფუტკრისთვის დინდგელი სამშენებლო მასალაა, ადამიანი კი, სპირტში გახსნილ დინდგელს იყენებს, როგორც ვირუსებისგან თავის დასაცავ ბუნებრივ ანტიბიოტიკს, რასაც მოხმარების მკაცრი წესები გააჩნია.

ჭეო და ყვავილის მტვერი ერთი და იგივე პროდუქტია, თუმცა, ერთმანეთისგან კვებითი ღირებულებით განსხვავდება. ყვავილის მტვერს ფუტკარი მცენარეთა ბუტკოებიდან აგროვებს, ნერწყვით ასველებს, რათა ფეხებზე დაიმაგროს და სკამდე მიიტანოს. შემდეგ ფიჭის უჯრებში ალაგებს და თავით ტკეპნის. იქ იწყება რძემჟავა დუღილი. ამ ნივთიერებას ბარტყების  გამოსაკვებ მარაგად ინახავს. ყვავილის მტვერი – იმუნიტეტის გამაძლიერებელი პროდუქტია, თანაც, ძალიან ნოყიერი და იმდენად ენერგეტიკული, რომ  ამ პროდუქტს ბავშვებს მხოლოდ შუადღემდე ვაძლევთ, რათა ძილის წინ ჰიპერაქტიულობა ავირიდოთ. კარგია ხნიერებისთვის და იმუნიტეტდაქვეითებულებისთვის.

ფუტკრის შხამი – ფუტკრის 1 ოჯახიდან მხოლოდ 0,5-1 გრამი შხამის მოგროვება შეიძლება. ეს პროდუქტიც, აქტიურად გამოიყენება სამედიცინო სფეროში, სხვადასხვა წამლის დასამზადებლად.

სანთელი – ცხოველური პროდუქტია. მას ფუტკარი სასანთლე ჯირკვლებში გამოიმუშავებს და ამით აშენებს ფიჭას, ფიჭებს შორის გადასასვლელებს, ხიდებს და გზებს. სანთლის საშუალებით აკეთებს ყველა სამშენებლო გადაბმას. ადამიანი ამ პროდუქტს იყენებს საეკლესიო სანთლების და სხვადასხვა მალამოს დასამზადებლად. ბოლო დროს, აქტიურად გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების ანთებითი პროცესების სამკურნალოდ. ამ მიზნით რეკომენდებულია ფიჭიანი თაფლის ღეჭვა.

 

  • ყველა თაფლს ერთნაირი კვებითი ღირებულება აქვს?

 

  • თაფლი ზოგადი სახელია. ფუტკარს რა გარემოშიც ამყოფებთ, იმ მცენარიდან დაამზადებს თაფლს. სხვადასხვა მცენარისგან მიღებულ თაფლს აქვს სხვადასხვა კვებითი ღირებულება და სამკურნალო მიმართულება. ფილტვების და ბრონქების პრობლემებს შველის ცაცხვის ყვავილის თაფლი. ღვიძლის, გულის, სისხლძარღვების უებარი წამალია წაბლის ყვავილის თაფლი. ღვიძლს უხდება სუროს ყვავილის თაფლიც. შაქრიანი დიაბეტით სნეულისთვის დაშვებულია აკაციის ყვავილის თაფლი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ანათალი. გამოწურვის მომენტში ფიჭას ავათლით იმ შრეს, რომლითაც უჯრებში თაფლია დაბეჭდილი. ანათალის შრე მდიდარია ლიზოცინით, რომელიც ორგანიზმს აახალგაზრდავებს, უხდება კუჭის წყლულს და გააჩნია ენერგეტიკული ღირებულებები. არ არსებობს ჯანმრთელობის პრობლემა, რომელსაც თაფლი ვერ შველის!

 

  • როგორ უნდა გავარჩიოთ ნატურალური თაფლიგაყალბებული პროდუქტისგან?

 

  • – მეფუტკრე თაფლს არასოდეს გააყალბებს. ნატურალური პროდუქტის დასადგენად საუკეთესო ვარიანტია ლაბორატორიული ანალიზი. არსებობს მიახლოებითი მეთოდებიც: ქიმიური ფანქარი ნამდვილ თაფლში არ გაიხსნება, არ გაიდღაბნება. ერთ კოვზ ნამდვილ თაფლს თუ თეფშზე დაასხავთ და წყალში გახსნით, მერე ცოტა ხნით ჰორიზონტალურად ამოძრავებთ – თეფშზე ფიჭა გამოისახება. ნამდვილი თაფლი ქილაში ზედაპირზე მცირე ზომის ბუშტულებს იკეთებს. ნამდვილ თაფლს გააჩნია კუმშვადობის უნარი – თაფლის ჩამოსხმის მომენტში კოვზიდან აიწოვება. ქაღალდზე წასმულ ნამდვილ თაფლს თუ ცეცხლს მოუკიდებთ, არ დაიწვება, მხოლოდ გაცხელდება. გამყალბებლებს თავიანთი მეთოდები აქვთ, გაყალბებული პროდუქტის ნატურალურობის ილუზიის შესაქმნელად – ფიჭის ნარჩენებს და ყვავილის მტვერს ურევენ ხოლმე. თაღლითები ადუღებულ შაქარს და სხვადასხვა ქიმიკატით დამზადებულ მასას თაფლად ასაღებენ. მაღაზიებში იყიდება ქილები წარწერით: „საკონდიტრო თაფლი,“ რომელსაც თაფლთან საერთო არაფერი აქვს.

 

  • ხარისხიანი თაფლი ამჟამად რა ღირს?

 

  • – 1 ლიტრი თაფლი 1,5 კილოგრამს იწონის. საქართველოში თაფლის ფასი ძალიან დაბალია. ეს იმით არის განპირობებული, რომ საზოგადოებას თაფლის სასარგებლო თვისებების შესახებ არ გააჩნია სრულყოფილი ინფორმაცია. ჩვენ 1 კილოგრამ სუფთა თაფლს 16 ლარად ვყიდით, მარკეტებში კი, ამაზე ბევრად ძვირად იყიდება.

თაფლის შეძენის მსურველებს შეუძლიათ, ქალბატონ ლელა ქიტიაშვილს დაურეკონ ნომრებზე: 597-11-94-33;  577-77-22-58. 

ან, დაუკავშირდნენ ფეისბუქზე: https://www.facebook.com/lela.qitiashvili1

 დაინტერესებულ მოქალაქეებს იგი უფასოდ გაუწევს კონსულტაციას ფუტკრის პროდუქტების მოხმარებასთან და მათ სასარგებლო თვისებებთან დაკავშირებით. ჯანმრთელობის ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით შეგირჩევთ  შესაბამის პროდუქტს.

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: “ასავალ-დასავალი”

კომენტარები