ლელოს ლიდერებს საქართველოს საომარ პოლიგონად გადაქცევა სურთ

 

ლელო საქართველში აშშ-ს სამხედრო ობიექტების განლაგების ინიციატივით გამოდის.

იმედია ეს განცხადება გაუთვიცნობიერებლად გააკეთა!
თუმცა სადაც ეს “”მევახშეები”” ქართველ ხალხს გათვითცნობიერებულად ძარცვავდნენ და აღარიბებდნენ რაღა ამ განცხადების აზრს და საფრთხეებს ვერ გაითვითცნობიერებდნენ.

გასაგებია მანდ ჭკუათმყოფელი არავინ ხართ ლიდერებიდან, მაგრამ არავინ მოიძებნა ცოტა აზრზე მოგიყვანოთ და აგიხსნათ რა შეიძლება მოყვეს ამერიკული სამხედრო ძალების დოსლოცირებას კავკასიის გულში, მაშინ როდესაც გარშემორტყმული ხარ ერთის მხრივ რუსული სამხედრო ბაზებით და მეორესმხრივ რეგიონში სულუფრო იზრდება ირანის სამხედრო შესაძლებლობები.
ავღანეთში კი ხელისუფლება თალიბანს გადაულოცეს.
ამას ემატება ანკარაში ანტიამერიკული განწყობები და ერთი ნაბიჯია დარჩენილი ვაშინგტონსა და ანაკარას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტამდე!

თუმცა ამათი მსგავსი იდიოტები და მოღალატეები თუ მოიფიქრებს თავის ქვეყნის სამხედრო პოლიგონად გადაქცევას!

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები