ლეონიდ ჩერნოვეცკი: ხელისუფლებაში მყოფებმა უნდა გაიაზრონ, რომ მარადიული არაფერია!

– უკრაინაში მაღალი რანგის ჩინოვნიკების წინააღმდეგ 8 საქმე აღიძრა, უზბეკეთის ყოფილ გენერალურ პროკურორს კი, მექრთამეობის გამო, ათი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

აი, ყოველთვის ასე ხდება საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებში. მიდის “ძველი” ხელისუფლება და პროკურორებიც, მაშინვე, იწონებენ თავს, რომ დააკავეს “საშინელი დამნაშავეები”, რომლებიც უბრალო ხალხს კარგად ცხოვრების საშუალებას არ აძლევდნენ. მაგრამ… გადის დრო… და მსჯავრდებულის სკამზე ისინი სხდებიან, ვინც “ძველები” გამოააშკარავეს, რადგან თავად გახდნენ “ძველები”. და ყველაფერი მეორდება და მეორდება. ნუთუ, ასე იქნება ყოველთვის!

როდესაც, 2012 წელს, კიევის მერის პოსტი დავტოვე და საქართველოს მოქალაქეობა მივიღე, ბევრი შეხვედრა მქონდა “ძველ ხელმძღვანელობასთან”. ისინი ყველანი მეუბნებოდნენ – ჩადე ფული. ჩვენ ასეთი წესი გვაქვს! “ჩვენ “მარადიულები” ვართ და ხალხმა სამუდამოდ აგვირჩია”. მე კი, ვპასუხობდი: “თქვენ არ გაქვთ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, სასამართლო და პროკურორები იმათ ქვეშ არიან მოქცეულნი, ვისაც ძალაუფლება უჭირავს ხელში… ისინი დამოკიდებულნი არიან. გავა დრო და თქვენ, ყველას, სახელმწიფო დამნაშავეებად გამოგაცხადებენ, ხოლო მე, რადგან თქვენთან დამეგობრებული პირი ვიყავი, ქვეყნიდან გამაგდებენ”. და უარი ვუთხარი.

ყველაფერი სწორედ ასე მოხდა და არა მხოლოდ საქართველოში… ასე იქნება მანამ, სანამ ის, ვინც ხელისუფლებაშია, არ გაიაზრებს, რომ მარადიული არაფერია, შეიტანს ცვლილებებს კონსტიტუციაში და ხალხი, ხმის პირდაპირი მიცემის პრინციპით, აირჩევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებსა და გენერალურ პროკურორს, როგორც ხდება ეს აშშ-სა და სხვა ქვეყნებში, სადაც ხალხი მდიდრულად ცხოვრობს იმიტომ, რომ ჩინოვნიკებს ეშინიათ ქურდობის, სამაგიეროდ, არავის ეშინია ფულის ჩადების, რადგან ამისათვის, არ არის საჭირო მუხლი მოიდრიკო დეპუტატებისა და მინისტრების წინაშე.

აი, მაშინ აყვავდება საქართველო! ხალხი მდიდრულად იცხოვრებს, ხოლო ციხეში ჩასვამენ მათ, ვინც მართლა იპარავს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი ხელუსფლებაში არიან, მაგრამ, სამაგიეროდ, ქვეყნიდან გაქცევა არ დასჭირდებათ მათ, ვინც მიდიან…” – აცხადებს კიევის ყოფილი მერი, ლეონიდ ჩერნოვეცკი.

კომენტარები