ლეღვის ნახარშის გამოყენების შედეგად 21 წლის გოგომ სხეულის 25 პროცენტის დაზიანება მიიღო

დამწვრობის ცენტრში ლეღვის ნახარშის გამოყენების შედეგად 21 წლის გოგოს სხეულის 25 პროცენტი აქვს დაზიანებული, ძირითადად სხეულის ქვედა კიდურები.
დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის თქმით, გოგო საავადმყოფოში გამთენიისას შეიყვანეს და დამწვრობა იმდენად სერიოზულია, რომ სრულ რეაბილიტაციას ორი კვირა დასჭირდება.
ამ დროის მონაცემებით, დამწვრობის ცენტრში მზისგან მიღებული დამწვრობის შედეგად 7 ადამიანი მკურნალობს, მათგან ერთი ხუთი წლის ბავშვია.

კომენტარები