„ლეჩხუმში უნიკალური და იშვიათი ვაზია. დიდი უსინდისობაა იმის დანგრევა, რაც შენ არ გეკუთვნის“-კახა ბერიშვილი

-„ნამახვანჰესის“ მშენებლობის გამო, 1500 ჰექტარზე რომ წყალს დააგუბებენ, ტენი აუცილებლად მოიმატებს და ვაზის დაავადებებს ხელს შეუწყობს, ხარისხი გაფუჭდება.
800 მილიონიაო ინვესტიცია, ხომ ამბობენ, იქიდან რა შემოვა და დარჩება ქვეყანაში, მერე დავითვალოთ, გარკვეული თანხა რომ ჩადო ვაზის მიკროზონების განვითარებაში იმერეთსა და ლეჩხუმში, რა სარგებელს მოიტანს. იმ შემოსავალს, რასაც მე ვიღებ აქედან, ვერც ერთი კომპანია ვერ გადაუხდის ვერც ერთ მუშას,- გამორიცხულია.
‼ ჰესიდან ფული მიდის ვიღაცის ჯიბეში, შეიძლება 100 კაცის, მაგრამ ეს მიწა, მიკროზონები, ის სიმდიდრეა, რაც ჩემთვის მოაქვს ამ ვენახს. ლეჩხუმში უნიკალური და იშვიათი ვაზია. ბატონო მინისტრო, ლევან დავითაშვილო, დიდი უსინდისობაა იმის დანგრევა, რაც შენ არ გეკუთვნის.
👉 კახა ბერიშვილი – მეღვინე, ართანული ღვინოების დამფუძნებელი
კომენტარები