ლიბერალიზმის იდეას კრიზისი აქვს

ევროპელებისა და ამერიკელების უმრავლესობა თვლის, რომ ლიბერალიზმის იდეას კრიზისი აქვს. ამას Sputnik-ის გამოკითხვის შედეგებიც ადასტურებს.

რესპოდენტებს თხოვეს შეეფასებინათ ლიბერალიზმი, როგორც თანამედროვე საზოგადოების მოდელი.

იტალიელების 80 %, ფრანგების 73%, გერმანელების 61%, ამერიკელების 60% და ინგლისელების 58% თვლიან, რომ აუცილებლად უნდა შემუშავდეს საზოგადოების განვითარების ახალი განსხვავებული მოდელები, რადგანაც ეს მოდელი არაეფექტურია.

შეგახსენებთ, რომ ლიბერალიზმი ითხოვს ეკონომიკაში სახელმწიფო ჩაურევლობას, მულტიკულტურიზმს და ოჯახის ტრადიციული შეხედულებების ცვლას.

კომენტარები