ლიბერასტები თუშეთის ტრადიციების და ადათ-წესების გადახედვას მოითხოვენ

გურამ შეროზია თუშეთში ერთ-ერთ სალოცავთან გამოკრულ წარწერას აპროტესტებს.             (https://www.facebook.com/guram.sherozia.blog/photos/a.1227409490675682/3162382200511725/?type=3&theater

მის პროტესტს ორგანიზაციის „ერი და სახელმწიფო“ ლიდერი, ზვიად ტომარაძე სარკასტული პოსტით პასუხობს: 

 – „ლიბერასტები „გურამა შეროზია-გარანტია და მისი ფემინისტკები აღშფოთებულან თუშეთის სალოცავზე ქალი რატომ არ დაიშვება? დისკრიმინაციააო:)) სიეტლში თქვენს სულიერ და-ძმებთან წადით და შავკანიანებს ერთად უკოცნეთ ფეხები, თუშეთს და საქართველოს მთიანეთს კი თავი დაანებეთ…“ – წერს ორგანიზაციის „ერი და სახელმწიფო“ ლიდერი, ზვიად ტომარაძე

შეროზიას პროტესტს იქვე, მისივე პოსტის ქვეშ, თუშების კომენტარებიც მოყვა. ანი კააძე შეროზიას პასუხად წერს: 

„ტურისტებიც კი გაგებით ეკიდებიან ამ საკითხს და არასდროს ყოფილა იმის პრობლემა და პროტესტი თუ რატომ არ უშვებენ სალოცავში ქალს და ამ ქართველ ახურებულ ქალებს რატომ ასე ძალიან დაგწყდათ გული?) ნუ ამოხვალთ თუშეთში მაშინ და არც არავინ მოგთხოვთ ჩვენი ადათ-წესების დაიცვას. (ვინაიდან არავინ გავალდებულებთ). მხოლოდ იმის გამო რომ სალოცავში არ გიშვებენ ასეთი დამოკიდებულება თუში ქალების მიმართ გულდასაწყვეტი და ამაზრზენია. თუშეთში სალოცავების გარდა კიდევ ბევრი რამ არის სანახავი ამობრძანდით და ნახეთ ის რაც სანახავია(თუშური სამზარეულო, თუში ხალხი, სტუმარმასპინძლობა და კიდევ ათასი რამ).
მხოლოდ ის არარის რომ არ მიშვებენ და უნდა შევიდე სალოცავში როგორ? ქალი ვარ და რატომ არ მიშვებენ მეც ხომ ადამიანი ვარ ))წაიკითხეთ ინფორმაცია ჩვენს შესახებ და ნუ აფრქცევთ ამდენ ბოღმას. ეს ჩვენი ადათ-წესებია რომელიც უნდა დავიცვათ და თუში ხალხი ვიცავთ კიდევაც. თუ ძალიან წმინდანები ხართ და ძალიან გინდათ სალოცავში სანთლის დანთება არის სალოცავებიც სადაც შეგიძლიათ მისვლა მიდით და დაანთეთ სანთელი და ილოცეთ იმისთვის რომ მოგიტევოთ უფალმა ამდენი ბოღმა და სიძულვილი. იყო შემთხვვევა როდესაც ქალი შევიდა ეკლესია-სალოცავში და ძალიან ცუდი ამბავიც დაგვატყდა თავს, მანქანის გადავარდნა გზიდან, ღვარცოფი, ოჯახის წევრის დაავადება და კიდევ ბევრი რამ რის გამოც გვწამს ჩვენ ჩვენი ადათ-წესების. უბრალოდ პატივი ვცეთ ერთმანეთს და პატივი ვცეთ ყველა კუთხის სალოცავებს. ასეთი დამცირება და დისკრიმინაცია თუში ქალების მიმართ გულდასაწყვეტი და ამაღელვებელია. ჩვენც ქართველი ერი ვართ და გვაქვს საკუთარი წესები როგორც მაგალითად: სვანებს; ხევსურებს… ამიტომ თქვენი სათაკილო თემა არ ვართ არც თუში ქალები და არც მთლიანი სათუშო. საქართველოს ასახელებს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე თუშეთი. გსმენიათ ანდაზა? ,,სადაც წახვალ იქაური ქუდი დაიხურეო”ალბათ არა.
ოთხივე კუთხის სალოცავები გლოცავდეთ 
და კიდევ ბატონო შტეროზია ღმერთმა ლაიქი და კომენტარი არ მოგაკლოს. (ისე როგორი იყო აბა თუშეთი მოგეწონა?) Guram Sherozia’s Blog

კომენტარები