ლიბიაში საჰაერო დაბომბვის შედეგად ხუთი ექიმი დაიღუპა

ლიბიაში საველე ჰოსპიტალის საჰაერო დაბომბვის შედეგად ხუთი ექიმი დაიღუპა. სხეულის დაზიანება სამედიცინო პერსონალის კიდევ რვა თანამშრომელმა მიიღო.

საჰაერო დაბომბვა ტრიპოლის მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მოხდა. ტრიპოლის მთავრობამ ავიაიერიშში ამბოხებული გენერალი, ხალიფა ჰაფთარი და მისი „ლიბიის ეროვნული არმია“ დაადანაშაულა.

აღმოსავლეთ ლიბიის მმართველი ხალიფა ჰაფთარი ტრიპოლის მთავრობის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას 4 აპრილის შემდეგ ატარებს. სამხედრო დაპირისპირებას უკვე ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები