ლიეტუვას საპრეზიდენტო არჩევნებში, წინასწარი შედეგებით, გიტანას ნაუსედმა გაიმარჯვა
ლიეტუვას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, წინასწარი შედეგებით, დამოუკიდებელმა კანდიდანტმა გიტანას ნაუსედმა გაიმარჯვა, რომელმაც ხმათა 65,86% მიიღო.
ნაუსედა ეკონომისტი გახლავთ, ის ლიეტუვას ერთ-ერთ ბანკს მართავდა და პოლიტიკაში საბანკო სისტემიდან მოვიდა. გიტანას ნაუსედა არ გახლავთ არც ერთი პარტიის წევრი. მას მეორე ტურში, მეტოქეობას ფინანსთა ყოფილი მინისტრი, პარტია „ სამამულო კავშირი – ქრისტიან-დემოკრატების“ წევრი ინგროდა შიმონიტე უწევდა, რომელმაც ხმათა 32,86% მიიღო.