ლილოში მოვაჭრეებს დამწვარი საწყობიდან გადარჩენილი ნივთები გააქვთ
ამ დროსათვის, ლილოში, დამწვარი ბაზრობის ტერიტორიაზე, მოვაჭრეები იკრიბებიან. მათ ხანძარს გადარჩენილი პროდუქცია საწყობებში გადააქვთ.
დაზარალებულებს პროდუქცია დაზღვეული ჰქონდათ და შესაბამისად, ზარალიც აუნაზღაურდებათ.
“ლილო სიტის” ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სამართალდამცველები პერიმეტრს აკონტროლებენ. ადგილზე რჩებიან ექსპერტკრიმინალისტებიც. რა გახდა ხანძრის მიზეზი, ამ დროისათვის, უცნობია.
როგორც მოვაჭრეები ამბობენ, მათ უმეტესობას მაღაზიები დაზღვეული ჰქონდა და ხანძრის შედეგად დიდი ზარალი არ მიუღიათ.
სავარაუდოდ, პირველადი მონაცემები ზარალთან დაკავშირებით, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.
„ჩაინა ლილო სითიში“ ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. დამწვარია 1000 კვმ-ზე მეტი ფართობი.