ლიონელ მესიმ „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო

„ბარსელონას“ ფორვარდმა ლიონელ მესიმ „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ  თავის „ტვიტერში“ ჟურნალისტმა მარსელო ბეჰლერმა დაწერა.

ესპანურმა წყარო წერდა, რომ მესიმ უკვე გამართა მოლაპარაკებები „სიტის“ მთავარ მწვრთნელთან ხოსეპ გვარდიოლასთან.

მესიმ გამოიყენა თავის ხელშეკრულებაში არსებული პუნქტი, რის მიხედვითაც,  შეუძლია ყოველი სეზონის დასრულების შემდეგ, ცალმხრივად გაწყვიტოს კონტრაქტი და „ბარსელონადან“ წავიდეს.

კატალონური კლუბი არ აპირებს ფეხბურთელის გაშვებას 700 მილიონ ევროზე დაბალ თანხად. მესი თუ ცალმხრივად შეწყვეტს ხელშეკრულებას, „ბარსელონა“ ფეხბურთელთან სასამართლო დავას აპირებს.

კომენტარები