ლიონელ მესის კომენტარი სანაკრებო კარიერის გაგრძელებაზე

არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ, ბრაზილიასთან კოპა ამერიკის 1/2-ფინალში წაგებული მატჩის (0:2) შემდეგ, თავისი სანაკრებო კარიერის შესახებ კომენტარი გააკეთა.

“ჰორიზონტზე ახალი არაფერია. იმედია, მკაცრად არ გაგვაკრიტიკებენ და პატივისცემით მოგვექცევიან. გულშემატკივრებმა გუნდს არსებობისა და ზრდის საშუალება უნდა მისცენ.

ამ გუნდს ნამდვილად კარგად მოვერგე და რითაც შემეძლება, დავეხმარები. შესანიშნავი გუნდი გვყავს, რომელსაც ზრდა კიდევ შეუძლია. თუ მექნება საშუალება, რომ ამ გუნდის ნაწილი ვიყო, მომავალშიც ნაკრებში ვიქნები”, – განაცხადა მესიმ ESPN-თან საუბარში.

წყარო: croco.ge

კომენტარები