ლიონელ მესი “ბარსელონაში” თამაშს გააგრძელებს – „ყველაფერს გავაკეთებ ყველა ტურნირში გამარჯვებისთვის“

ესპანეთის „ბარსელონას” და არგენტინის ეროვნული ნაკრების ფორვარდი, ფეხბურთელი, ლიონელ მესი “ბარსელონაში”  გააგრძელებს  თამაშს.

ამის შესახებ „ბარსელონას“ კაპიტანმა, ლიონელ მესიმ Goal.com-თან ინტერვიუში განაცხადა.

-„მთელი წლის განმავლობაში ვგრძნობდი, ეს სეზონი „ბარსელონაში“ ჩემთვის ბოლო უნდა ყოფილიყო. კლუბის ხელმძღვანელობა მეუბნებოდა,  სეზონის დასრულების შემეძლო გადაწყვეტილების მიღება წასვლის ან დარჩენის შესახებ. როდესაც სეზონი დასრულდა, კლუბს ვაცნობე, აღარ ვაპირებდი კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივეს და წასვლა მსურდა. ხელმძღვანელობამ განაცხადა, წასვლის შესახებ 10 ივნისამდე უნდა მეცნობებინა, მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებ კლუბის დატოვებას, თუ რომელიმე სხვა კლუბი 700 მლნ ევროს გადაიხდის.  700 მილიონი ევროს გადახდა არარეალურია, ამიტომ „ბარსელონაში“ ვრჩები.

არსებობდა სხვა გამოსავალიც, – კლუბთან დავა სასამართლოში გამეგრძელებინა,  ამას არასდროს ვიზამდი. ეს მთელი ჩემი ცხოვრების გუნდია, „ბარსელონამ“ მომცა ყველაფერი, მე კი მისთვის თავი არ დამიზოგავს. არასდროს მომსვლის, აზრად, „ბარსელონასთვის“ სასამართლოში მეჩივლა. ვრჩები „ბარსელონაში“, ჩემი დამოკიდებულება არ შეიცვლება, მიუხედავად იმისა,  როგორ მინდოდა წასვლა. რაც შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ. არ მიყვარს წაგება, ყოველთვის მოგებაზე ვარ ორიენტირებული. ახლა გვყავს ახალი მწვრთნელი, ის ახალი იდეებით მოვიდა. ვნახოთ, მოგვცემს თუ არა ეს უფრო მაღალ დონეზე თამაშის შესაძლებლობას“, – განაცხადა მესიმ.

მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა ფეხბურთელმა, ექვსი “ოქროს ბურთის” მფლობელმა მესიმ ბარსელონაში 20 წელი გაატარა.

კომენტარები