ლიონელ მესი: „ერთხელ ვითამაშე მაყურებლების გარეშე. ეს იყო ძალიან უცნაური“

„ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ განაცხადა, მოთამაშეებს უმაყურებლო სტადიონებზე თამაში მოუწევთ.

ცარიელ ტრიბუნებთან თამაში პრობლემებს წარმოქმნის. აუცილებელია, ინდივიდუალურ დონეზე წინასწარი მომზადება. იშვიათად მომხდარა, მატჩები ასეთი ფორმატით ჩატარებულიყო. ერთხელ ვითამაშე მაყურებლების გარეშე. ეს იყო ძალიან უცნაური. ახლა კი ნორმალურია ასე თამაში, სიტუაციას თუ გავითვალისწინებთ, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით.

ლა ლიგა სეზონის განახლებას 11 ივნისს აპირებს.

კომენტარები