ლისის ტბაზე, 41 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით დაჭრეს

ლისის ტბაზე, 41 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით  დაჭრეს. შემდეგ კი მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დააგდეს.

მისი მდგომარება მძიმეა. ოპერაცია რეგიონალურ ჰოსპიტალში, გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. მამაკაცს მრავლობითი ჭრილობები ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის, მე-3 და მე-4 ნაწილით, 117 და 143-ე მუხლითაა აღძრული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ტარებას, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

 

კომენტარები