“ლოგიკური იქნებოდა არჩევნების გადადება (ენმ-ის აქციას როცა აკრიტიკებ მთავრობავ, მაშინ არჩევნებიც გადადე, რადგან არჩევნების დღეს დაინფიცირების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება)”-თორნიკე გორდაძე:

ნაციონალური მოძრაობის წევრი თორნიკე გორდაძე სოციალურ ქსელში წერს-

 

“ლოგიკური იქნებოდა არჩევნების გადადება (ენმ-ის აქციას როცა აკრიტიკებ მთავრობავ, მაშინ არჩევნებიც გადადე, რადგან არჩევნების დღეს დაინფიცირების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება). მაგრამ ხალხი კითხულობს, რა გარანტია არის რომ 2-3 ან 6 თვეში უკეთესი სიტუაცია იქნება ეპიდემიის კუთხითო. კითხვა ლეგიტიმურია. უკეთესი სიტუაცია იქნება თუ საყოველთაო კარანტინს გამოაცხადებ, ჩაკეტავ ყველაფერს და ა შ…. რა? მთავრობა ვეღარ იზამს ამას რადგან გაზაფხულზე უკვე გახარჯა ყველა რესურსი როცა მხოლოდ რამოდენიმე ინფიცირებული ყავდა ქვეყანას დღეში? და 7 თვის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია მე-2 ტალღის მოლოდინში? მაშინ ხო, მაშინ ხო…
პს: სინამდვილეში პირველია ეს ტალღა საქართველოში, მანამდე კორონა ფაქტიურად არ ყოფილა და არაფერთან ბრძოლაში გაიმარჯვა ბრწყინვალე მენეჯერმა ხელისუფლებამ. Last but not least, ბიუჯეტის ფულის ხარჯვით თავისიანებიც კარგად ახეირა ზოგადი გაჭირვების გაღრმავების ფონზე.”წერს გორდაძე

მოამზადა ნათია ბერიძემ

 

 

კომენტარები