ლოთი ქობალიას შვილის სიკვდილის შემდეგ თვითმკვლელობა ძლივს გადაათქმევინეს:

ლოთი ქობალია:

– “სამძიმარი საკუთარ თავს…
მას შემდეგ, რაც შვილმა დამტოვა და ზეციურ სამყაროში გადაინაცვლა, გადაწყვეტილების მიღება, არც გამჭირვებია. მაგრამ შვილისშვილებმა მიბრძანეს, რომ უნდა მეცხოვრა (თუმცა დღესაც ვფიქრობ, ღირს კი ჩემი სიცოცხლე რამედ!)
და პირობაც ჩამომართვეს ეშმაკის დასაცინად არ გაგვეხადა საქმე და რჩევები მაინც მიმეცა მათთვის რათა, ზვიადის ოჯახს ღირსეული ოჯახის სახელოვანი სახელი შეენარჩუნებინა, ამჯერად სიკვდილზე უარი ვთქვი, მხოლოდ იმიტომ, რომ მთელმა საქართველომ პატივი დამდო და ჩემი შვილი ისე გაასვენეს, როგორც ნამდვილ გმირს ეკადრებოდა. (უპატივცემულობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ შვილის სამძიმრის მოსმენა მეტად რთული და შეუგუებლია ჩემთვის.) მხოლოდ იმ თბილი და ალალი ცემლების არ დაფასება, მხოლოდ სილაჩრე, გაქცევა და არაკაცური საქციელი იქნებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამხარეო პოლიციის ორგანიზირებულობამ მოლოდინს გადააჭარბა, ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც ერთმუჭად შეკრულ საქართველოს ოდითგანვე სჩვევია. ხოლო ეროვნულმა გვარდიამ, სადაც ზვიადიმ მიიღო საომარი ნათლობა, თანამებრძოლებისგან დიდი ნუგეში და ცრემლები ნაკადად.
უზენაესი საბჭოს ზოგიერთმა წევრმა მიიღო მონაწილეობა და გულიანადაც დაიტირეს „ლომგული“ ბიჭი მართლა ზვიადი, ნუგეშიც შემაგებეს და გამძლეობაც მისურვეს. ( ასევე აქვე დავამატებ! ზოგიერთმა უღრსმა ცოცხალ-მკვდარმა, ვერც კი გაბედა სამძიმარი გამოეთქვა ჩემი ტკივილისადმი.) მივიღე სანუგეშო ზარებიც და გავითვალისწინე ზოგიერთის ჩამოუსვლელობის მიზეზიც. ასევე ჩამოვიდა ისეთი ხალხი, მეომრები, რომლებიც დაპირისპირებულ მტრებს წარმოვადგენდით ერთმანეთისთვის, მაგრამ ვაჟკაცურად მომისამძიმრეს და ღირსეულ “მტერს“ პატივი მიაგეს. ამჯერად ჩემმა შვილმა, ზვიად ქობალიამ გარდაცვალების შემდეგაც შეასრულა თავისი მისია საქართველოც უცილობელი მომავალი გაერთიანებისა, რომლისთვისაც იგი ყრობიდანვე იბრძოდა, ნაცვლად იმისა, რომ სკოლაში ლაღი ბავშვობის წლები გაეტარებინა, ჩემს გვერდით მის ძმასთან ერთად იბრძოდა საქართველოს ერთიანობისთვის.
სამღვდელოების თითქმის ყველა წარმომადგენელმა, განურჩევლად თბილისისა თუ ზუგდიდისა ,თვით ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, გერასიმემ, , ყოველდღიურად რამდენჯერმე გადაუხადეს პანაშვიდი და უფალს ავედრებდნენ ზვიადის წმინდა სამშობლოსათვის შელეულ სულს”
 – წერს ლოთი ქობალია
კომენტარები