ლოთი ქობალია: ზვიადის იუბილეს აღნიშნავენ, თუმცა საქმით მის სამართალმემკვიდრეობას ებრძვიან!

30 წლის წინ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ საყოველთაო რეფერენდუმი ჩაატარა, რომელზეც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, მათ შორის, ოსებმა და აფხაზებმაც დაუჭირეს. 1991 წლის 31 მარტს ალბათ ვერც ზვიად გამსახურდია და ვერც რომელიმე ქართველი ვერ წარმოიდგენდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა კარიკატურად გადაიქცეოდა, ხოლო ეროვნული ცნობიერების ოლიმპზე მყოფი საზოგადოება ლიბერასტული ფაშიზმის მყრალ ჭაობში ჩაიძირებოდა – ამ სიტყვებით დაიწყო საუბარი ეროვნული გვარდიის სარდალმა,

ვახტანგ (ლოთი) ქობალიამ:

– ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქართველი ქართველს ტყვიას ესროდა! ვინც მაშინ კანონიერ ხელისუფლებას იარაღით დაუპირისპირდა, ქვეყანას მოუტანა არანაკლებ მძიმე შედეგი, ვიდრე მურვან ყრუს, ჯალალედინის და აღა მაჰმად ხანის შემოსევებმა! 1963 წელს, როცა მე 10 წლის ვიყავი, ჩემი ძმები – ინდიკო და ზაურ ქობალიები კომუნისტებმა დაიჭირეს და გადაასახლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ. იმ პერიოდში კომუნისტური რეჟიმის მარიონეტი ქართველები ჩემს ოჯახს საბჭოთა საქართველოს მოღალატედ მოიხსენიებდა, ხოლო როცა დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობას ვიწყებდით, ტყვიებიც დაგვიშინეს. ამჟამადაც იგივე ადამიანები, ან მათი შვილები თუ პოლიტიკური შთამომავლები გვიპირისპირდებიან, ოღონდ იმიჯი შეიცვალეს – საბჭოთა წყობის მეხოტბეებს და რუსეთუმეებს აქეთ გვეძახიან!
– მაგრამ, დღევანდელთან შედარებით, ხალხი საბჭოთა წყობაში გაცილებით ბედნიერად ცხოვრობდა. კანონზომიერი იყო, რაც საქართველოს ამ 30 წლის განმავლობაში გადახდა?
– კომუნისტურმა წყობამ ქართველი ხალხი გახრწნა. ჩვენი ხალხი ნამდვილ შრომას და ბრძოლას გადაეჩვია, რადგან უმრავლესობის მიზანი იოლი და უშრომელი შემოსავალის მოპოვება გახლდათ. შემთხვევითობა არ გახლდათ, რომ პოსტსაბჭოთა თაობის მნიშვნელოვანი ნაწილი ქურდებად, ყაჩაღებად, ბანდიტებად მოგვევლინენ და შემდეგ, მთელ მსოფლიოს მოედვნენ. მას შემდეგ, რაც შეიარაღებული გადატრიალება მოხდა, ყველა მთავრობა განუკითხავად ძარცვავს ჩვენს ქვეყანას. ხელისუფლებაში დღემდე, გამდიდრების, მითვისებული ქონების დაკანონების მიზნით მოდიან და არა იმისთვის, ქვეყანა იმ კრიზისიდან ამოიყვანონ, რომელშიც თავადვე შეგნებულად შიყვანეს. ხელისუფლება ისევ იმ ნომენკლატურის ხელშია, ვინც ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობის აღდგენამდე განაგებდა. ამ კლანებმა საქართველო საკუთარ კოოპერატივად გადააქციეს: ქართველი ერი ჯერ გაძარცვეს და მერე, ნაძარცვი ქონებით ბანკები დააარსეს. ამჯერად ხალხს შეუბრალებლად ბანკების საშუალებით ძარცვავენ. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში მთავრობა საკუთარ მოსახლეობას ასე არ ექცევა! დიახ, როცა ამ კლანებმა საქართველოს დამოუკიდებლობას ტყვიები დაუშინეს, გაცნობიერებულად და კანონზომიერად გამოიწვიეს ის შედეგი და მდგომარეობა, რომელშიც ახლა ვიმყოფებით! ისინი დღემდე ქმნიან და სრულყოფენ პირობებს, რათა ეროვნული სიმდიდრეები უკანასკნელი კაპიკის ჩათვლით მიითვისონ!
– ბოლოსდაბოლოს, ვინ არის ქართველი ერის მტერი ან მოყვარე?
– ქართველ ერს ამქვეყნად, ქართველზე დიდი მტერი არ ყავს! მაგრამ აქვე უნდა ვაღიარო, რომ იმ ადამიანების უმრავლესობა, ვინც დღეს ქართველ ერს მტრობს, სხვადასხვა დროს გვარგადაკეთებული არაქართველები არიან! ფაქტობრივად, ქართველის ეგიდით მოქმედმა სწორედ ამ გვარგადაკეთებულმა სისხლით არაქართველებმა დააჩოქეს ჩვენი ერი, დაახლოებით მილიონ რვაასი ათასი ქართველი სხვადასხვა მეთოდით საზღვარგარეთ გააძევეს და ჩვენს სამშობლოსა და მამულს თავად დაეპატრონენ! ხელისუფლებაში დღემდე ამ კლანებს აქვთ გზა გახსნილი, ხოლო პატრიოტ ქართველებს – გადაკეტილი! ახლა ზოგი რუსეთისკენ იქაჩება, ზოგი ევროპისკენ, ნატოსკენ ან ამერიკისკენ. ხშირდ გაისმის კითხვა – საით წავიდეთ? ამასობაში ყველას ავიწყდება თავად საქართველო და საკუთარი ერის ინტერესები! საქართველოსკენ უნდა ვიაროთ! საქართველოს წინაშე ყველა დამნაშავე ჩვენმა სახელმწიფომ უნდა დასაჯაოს, არადა, ამ დამნაშავეებს სწორედ ის ქვეყნები იფარებენ, ვისკენაც ჩვენ ვიცქირებით!
– იარაღის ძალით მოსულ რეჟიმს ხუნტას ვეძახდით. დასრულდა თუ არა ხუნტის ძალაუფლება?

– ოცნების ხელისუფლებაც ხუნტის ისეთივე სამართალმემკვიდრეა, როგორიც შევარდნაძის რეჟიმი და მისი პოლიტიკური შტამომავალი – სააკაშვილის რეჟიმი იყო. ისინი ერთმანეთზე უარესები არიან. არცერთი ხელისუფლება ხალხს არ აურჩევია. კრიმინალების და სამხედრო საბჭოს მიერ დანიშნულ პირებს გადაეცემათ სახელმწიფოს მართვის ესტაფეტა, თუმცა, არც სახელმწიფო და არც თავისუფალი არჩევანის უფლება ქართველებს რა ხანია აღარ გვაქვს.

ზვიადის დროს, ერი სამი კომპონენტით – ენა, მამული, სარწმუნოება – ცხოვრობდა, თავის ბუნებრივ კალაპოტს მიუყვებოდა. დაამხეს კანონიერი ხელისუფლება და ერიც, ბუნებრივი განვითარების კალაპოტიდან ამოვარდა.
– რა არის თავისუფლება? 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგების ცხოვრებაში განხორციელებას როგორ მივაღწიოთ?
– იმ რეფერენდუმზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას ხმა არ მისცა მოსახლეობის მხოლოდ სამმა პროცენტმა. ეს არის დაახლოებით 15 ათასი ადამიანი, რომელთაც ძლიერი დასაყრდენი ჰყავდათ და სწორედ ამ 15 ათასმა კაცმა საქართველოს დედა უტირა. დღემდე საქართველოს ისინი და მათი პოლიტიკური შთამომავლები ებრძვიან. როცა გვარდიის სარდალი გახლდით, ბატალიონის მეთაურებს კი არ ვნიშნავდი, არამედ ჯარისკაცებს ვარჩევინებდი. ჯარისკაცი მხოლოდ მის რჩეულ მეთაურს ენდობა ბოლომდე. კანონიერი ხელისუფლებაც, თავის დროზე ერმა აირჩია და სწორედ ამიტომ, ასობით ათასი ადამიანი მიტინგებზე გამოდიოდა თავისი რჩეულის დასაცავად, მაგრამ ამ ხალხის ნაწილი დახოცეს, ნაწილი უცხოეთში გააქციეს. ამგვარად ამოძირკვვეს ერში შეგნება, რომელზეც თაობები იზრდებოდა და ახლა “თავისუფლებას” ამერიკის ან რუსეთისკენ ლტოლვას უძახიან. სახელმწიფოებრივი თვითშეგნება აღარ არსებობს, ამიტომ, ჩინოვნიკების ერთადერთი მიზანია, ქვეყანას რაც შეიძლება მეტი პირადი სარგებელი გამოსძალონ.
– ერს დღეს ზვიადი რომ ჰყავდეს, როგორ შეებრძოლებოდა თანამედროვე გამოწვევებს?
– სიყვარულით. ზვიადი შურისძიებას კი არა, საერთო ღირებულებების გარშემო ერის გაერთიანებას შეუდგებოდა. ერი მხოლოდ სიყვარულით გაერთიანდება, სიძულვილით და ბოღმით კონსოლიდაცია შეუძლებელია. ლიდერმა ერს საკუთარი სამშობლო უნდა შეაყვაროს. ჯოხარ დუდაევმა საკუთარ ერს ომი ასწავლა, ზვიადმა კი სიყვარული! ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა თუ გვსურს, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ურთიერთობებზე დაფიქრება გვმართებს. აფხაზები და ოსები საქართველოს ისეთივე სრულფასოვანი მოქალაქეები არიან, როგორც იმერლები, ქართლელები, მეგრელები, აჭარლები და სხვები. ამასთან, უნდა დასრულდეს შვარდნაძის მიერ წამოწყებული კუთხური დაპირისპირებების პრაქტიკა, როცა მაგალითად, სამეგრელოს მოსახლეობას ქართლელები და კახელები შეუსია. უნდა მივაღწიოთ, რომ ერთმანეთთან სიყვარულით დავიწყოთ ურთიერთობები. ყოფილ მტრებსაც უნდა მივუტევოთ სამშობლოს გამო. მე, მაგალითად, ზნედაცემულ და გაყიდულ რომელიმე ზვიადისტს ის მხედრიონელი მირჩევნია, რომელიც საკუთარ შეცდომებს საჯაროდ ინანიებს. როცა ჩვენს შორის შეიარაღებული დაპირისპორება იყო, პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მოწინააღმდეგეებისთვის სროლას გვიკრძალავდა – უკიდურეს შემთხვევაში ფეხებში ესროლეთ და მოსაკლავად ნუ გაიმეტებთო.
– 31 მარტს ზვიად გამსახურდიას 82 წელი შეუსრულდებოდა. როგორ აღნიშნავთ რეფერენდუმის და პრეზიდენტის დაბადების და რეფერენდუმის დღეს?
-ეს არის კარიკატურული მოძრაობა, რადგან ზვიადის იუბილეს აღნიშნავენ, თუმცა საქმით, მის სამართალმემკვიდრეობას და იდეებს ებრძვიან. ზვიადის თანამებრძოლებს ალბათ, სიტყვასაც არ მოგვცემენ. გაგიმხელთ იმას, რომ 31 მარტს მებრძოლთა ერთი ჯგუფი აფხაზ მოსახლეობას წერილით მივმართავთ, რომელშიც ქართველებთან ურთიერთობების აღდგენაზე იქნება აქცენტი.

ეროვნული მოძრაობა საქართველოში უნდა გაგრძელდეს. ერი ზნეობის ერთგულების დროშის ქვეშ უნდა გაერთიანდეს და მერე საქართველოს ვეღარავინ მოერევა!

ესაუბრა ზაზა დავითაია
წყარო: “ასავალ-დასავალი”
კომენტარები