ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, ქართველი რეჟისორის ფილმის პრემიერა გაიმართა

ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, ფილმის „მთები, მარტოობა, სურვილი“ პრემიერა გაიმართა.

კინოსურათი 15 ნოველისგან შედგება. ერთ-ერთი ნოველა  „არჩევანი” ქართველმა რეჟისორმა გიორგი ვარსიმაშვილმა გადაიღო. სცენარის ავტორია გიორგი ცხვედიანი. გადაღება შვეიცარიის ალპებში მიმდინარეობდა.

ფილმში აღწერილია, ორი ერთმანეთს გადამტერებული ადამიანის შეხვედრ,ა მთაში და მათი კონფლიქტი.

ფილმი „მთები, მარტოობა, სურვილი“ წარმოდგენილი იყო სექციაში „ოსტატი და მისი შეგირდები“. პროექტს კურირებდა უნგრული საავტორო კინოს დიდოსტატი, რეჟისორი ბელა ტარი.

ლოკარნოს საერთაშორისო ფესტივალი ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. 1946 წლიდან შვეიცარიაში ყოველწლიურად იმართება.

კომენტარები