ლოცვები ოჯახის დასაცავად – ეს ლოცვა თქვენს ოჯახს ბოროტი ადამიანებისა და ავი თვალისგან

ლოცვა ბოროტი ადამიანებისა და ავი თვალისგან დასაცავად:

(დილა-საღამოს წაიკითხეთ)

-„უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, დაიცავი მონა შენი (შენი სახელი) ბოროტის მზაკვრობისგან. დამიფარე ბოროტი ხალხისა და შავი შურისგან. ჩემი სულიდან წყევლა, ჯადო და ავი თვალი განდევნე. გაათავისუფლე ჩემი სასიცოცხლო გზა კეთრის, ინფექციების, ავადმყოფობის, ტკივილისა და სისუსტისგან. ყველა ცოდვა და დანაშაული მომიტევე, წმინდა პატიება გამომიგზავნე, დაე, ასე იყოს, ამინ!“

ლოცვანი ოჯახის კეთილდღეობისთვის. ლოცვაჲ ქალწულისა მიმადლებისათჳს ღმრთივსათნოჲსა მეუღლისა:

-„ჰოჲ, უფალო მრავალმოწყალეო, არაჲ მოლტოლვილ ვარ სხჳსა მიმართ მკურნალისა და არცა განმიმარტებიან ჴელნი ჩემნი ღმრთისა მიმართ უცხოჲსა, არამედ შენისა სახიერებისა მიმართ, რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი, რომელსა გაქუს ჴელმწიფებაჲ ყოველთა სულთაჲ და არა განაგდებ ვედრებასა შენდამი მოლტოლვილთასა. შენ სთქუ, უფალო, ითხოვდით და მოგეცეს თქუენ. ნუ განმიშორებ ვედრებასა ჩემსა, სახიერო, შემიწყალე მე, უფალო, ისმინე სახიერებისა შენისათვის. ზეგარდამომივლინე მადლი შენი მხევალსა ამას შენსა და დამიფარე ამპარტავნებისა და ცუდმეტყუელებისაგან; დაე გონიერებაჲ, თავმდაბლობაჲ, მოკრძალებაჲ და უბიწოებაჲ მამშუენებდეს მე, რაჲთა წმიდითა გულითა და მეცნიერებით აღვასრულებდე წმიდათა მცნებათა შენთა, რამეთუ შენ ხარ, რომელმან დასაბამსა შეჰქმენ მამაკაცი და დედაკაცი და მიანიჭე ბეჭედი მეუღლეობისაჲ, ოდეს სთქუ: „არა კეთილ არს ყოფად კაცი მარტო. უქმნეთ მას შემწე მისებრი“ და მოიღე-რაჲ ერთი გუერდი ადამისი, აღაშენე ცოლად მისა და მიიყუანე მისდა. და ვითარცა დალოცე და აკურთხე ისინი, და დაუდგინე განმრავლებაჲ და იყუნენ ორნივე ერთ-ჴორც, ეგრეთვე შეისმინე ღაღადებაჲ ჩემი, ქალწულებრივი გულიდან აღმოქუმული შენდა მომართ: ჰოჲ, მეუფეო ყოვლადწმიდაო, მომეც მე მეუღლე პატიოსანი და ღმრთის-მოსავი, რაჲთა არა ვნებითა და მანკიერებითა, არამედ კრძალულებითა და მორჩილებით გავსწიო უღელი ტჳრთმძიმე მეუღლეობისაჲ. უფალო ღმერთო ჩუენო, რომელი საკრველითა სიყუარულისაჲთა შეჰკრავ განუხსნელად, ერთობაჲ ჩუენი განუშორებელად დაამტკიცე და მოგუმადლე კეთილშვილიერებითი სიცოცხლჱ, რაჲთა სიყუარულითა და თანხმობით ვმადლობდეთ ყოვლადწმიდასა სახელსა შენსა, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“.

ლოცვა ბოროტი ზრახვისგან დასაცავად:

(ყოველდღე წაიკითხეთ)

-„ო, კურთხეულო დედაო მატრონა. გაწმინდე ჩემი სული და მომაკვდავი სხეული დაავადებებისა და კეთრისგან. თუ მტერმა ჯადო გამიკეთა და ავი თვალით შემომხედა დაუბრუნა მას ის, რაც ჩემში ჩადო.

წაიკითხეთ ეს ლოცვა, ცხოვრებაში როცა მძიმე პერიოდი გაქვთ:

-„დედა ღვთისმშობელი ადრე ადგა,

შვილი ქრისტესთვის ლოცვა წაიკითხა:

„იყავი შენ, ჩემო საყვარელო შვილო,

უზენაესი შემოქმედის, შენი მამა ღმერთის ხედვაში,

ყველაფრისგან დაცული

ნებისმიერი უბედურებისგან გარკვეულ დრომდე დაცული“.

ანგელოზებმა მისი ლოცვა მოისმინეს,

უფალ ღმერთს ყველა სიტყვა გადასცეს.

დაე მეც, ღვთის მონამ (სახელი)

ეს მადლი მივიღო,

რომ სახლი უბედურებისგან დავიცვა.

უფარო დამიფარე, წმინდაო სამება დამეხმარე!

მამისა და ძისა და წმინდა სულისა. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“

კომენტარები