„ლოცვისთვის ყველაზე სასურველი დრო ღამეა: ირგვლივ სიჩუმე და მყუდროებაა. ადამიანი…“ – არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი
-„ლოცვისთვის ყველაზე სასურველი დრო ღამეა: ირგვლივ სიჩუმე და მყუდროებაა. ადამიანი ისვენებს საზრუნავებისგან, გონება გაფანტულობისა და მრავალსიტყვაობისგან და ამით უფრო მარტივად და სწრაფად ახდენს კონცენტრირებას ლოცვისთვის.
ერთი ძმა მოუკლებლად იმეორებდა იესუს ლოცვას და ერთხელაც მას სულიწმიდის მადლი ეწვია. ადრეც ჰქონდა განცდილი შინაგანად მისი შეხება, მაგრამ არა ასე ცხადად. ქრისტეს სახელის ხანგრძლივი მოხმობის შემდეგ (უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე) მისი სულიერი და ხორციელი თვალები განათლდნენ ისე, რომ სრულიად სხვაგვარად აღიქვა გარესამყარო. როგორ? ამის ახსნა შეუძლებელია. მაგრამ, თითქმის ყველაფერი რასაც ხედავდა და ესმოდა ეკუთვნოდა ზებუნებრივ სამყაროს. ჩიტების გალობა, ყვავილები, ხეების არომატი, მზე – ყველაფერი ღმერთს ადიდებდა! ის თითქოს სამოთხეში იმყოფებოდა. ეს იყო გამოცხადება საიდუმლოებისა, რომელიც დაფარულია ჩვენგან, რომლებსაც არ გვაქვს სულიერი ხედვა. ”ყოველი სული აქებდით უფალსა”. ცხოველთა და მცენარეთა სამყარო ქადაგებდა ღვთის დიდებისა და მშვენიერების შესახებ! მლოცველი ბერი გაიყინა, დადუმდა, ვეღარაფერს ამბობდა, თვალებიდან ცრემლი სდიოდა, არა სინანულის, არამედ სიხარულისა და სიტკბოებისა, რომელიც საღმრთო მშვენიერების ჭვრეტას მოჰქონდა!“
კომენტარები