„ლუგარის მიმართ ბრალდებები ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა აშენებულიც არ იყო. ზოგს ის არ მოსწონს, ცენტრს ლუგარი რომ ჰქვია,ზოგს კიდევ შიგნით ვინც მუშაობს“-პაატა იმნაძე

-„ლუგარის მიმართ ბრალდებები ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა აშენებულიც არ იყო, როცა ჯერ ლუგარის საძირკველი იყო გათხრილი, როდესაც მიმდინარეობდა ლუგარის საძირკველის გათხრა. მაშინ დაგვაბრალეს პირველად, ლუგარიდან ჩვენ ღორის აფრიკული ჭირი გავავრცელეთ.

ხაზს ვუსვამ, ლუგარი არა თუ აშენებული არ იყო, არამედ საერთოდ საძირკველის სამუშაოები მიმდინარეობდა მაშინ, თუ არ ვცდები 2006-2007 წლებია. ღორის აფრიკული ჭირი იყო ჩვენს ვქეყანაშიც და მეზობელ ქვეყნებშიც. პირველი პროპაგანდა ის იყო, რომ ჩვენ ლუგარის ლაბორატორიიდან ღორის აფრიკული ჭირი გავავრცელეთ. როგორ გავარცელეთ, არ ვიცი, როცა ჯერ მშენებლობა მიმდინარეობდა. მაშინ დაიწყო და იმის შემდეგ გრძელდება და გრძელდება.

ლუგარზე შემოტევებიც საინტერესოა,  ლუგარი რომ ჰქვია, ზოგს იმიტომ არ მოსწონს, ზოგს კიდევ შიგნით ვინც მუშაობს, ისინი არ მოსწონს. საბოლოოდ, ორივე, ასე ვთქვათ დიამეტრალურად საპირისპირო მხარე, ლუგარს უტევს ხოლმე, მაგრამ ამას ჩვენ მიჩვეულები ვართ“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

კომენტარები