ლუკაშენკო აცხადებს, რომ კიევი ყირიმს ვეღარასდროს დაიბრუნებს

ბელორუსიის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილად უკვე იქცა და უკრაინის შემადგენლობაში აღარასოდეს დაბრუნდება.

ჟურნალისტების კითხვაზე თუ რას ფიქრობდა ამ საკითხთან დაკავშირებით მან  უპასუხა: „მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიხუროს“.

2014 წლის მარტში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგის მიხედვით ყირიმი რუსეთის ნაწილი გახდა, ამ გადაწყვეტილებას მხარი ყირიმის ამომრჩეველთა 96 %-მა დაუჭირა. როგორც რუსეთის ფედერაცია აცხადებს, რეფერენდუმი „ოონისა“ და საერთაშორისო უფლებების ნორმების სრული დაცვით წარიმართა.

კიევში კი შედეგებს არ აღიარებენ და უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი თეთრი სახლის თავმჯდომარეს, დონალდ ტრამპს თხოვს „დახმარებას ამ პრობლემის გადაჭრაში“.

წყარო: sovetov.su

კომენტარები