ლუკა კალანდია: არ გამოვრიცხავთ, ჩვენც დაგვაკავონ
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას ძმა, ლუკა კალანდია მისი და მამის თენგიზ კალანდიას დაკავებას არ გამორიცხვას.
ლუკა კალანდიამ შესაბამისი კომენტარი დიღმის პოლიციის სამმართველოსთან გააკეთა.
„ბიძაჩემ მირზა სუბელიანთან დაკავშირებით მინდა, ვთქვა – კადრებზე რომ ამბობენ და აპელირებენ, რომ არის ისეთი კადრები, რომლებიც, თურმე, ქვეყანას დაანგრევს, სადაა მაშინ ის კადრები? მიხეილ კალანდია დაიჭირეს. ეს არის პოლიტიკური მოტივით განპირობებული დაკავება. არ გამოვრიცხავთ, საზოგადოების ნეგატიური ტალღისგან თავის დასაღწევად გადადგან ნაბიჯი და დანაშაულის დაფარვის ბრალდებით ჩვენც დაგვაკავონ. ამჟამად გირაოთი ვართ გარეთ და არ გამოვრიცხავ, ასპარეზიდან მოგვაშორონ. ჩვენ მზად ვართ ამისთვის. იმ პირების სახელები და გვარები, ვინც ჩვენზე ზეწოლა განახორციელა, ბევრისთვის არის ცნობილი და ჩვენი დაკავების შემთხვევაში ამ ინფორმაციას აუცილებლად მოგაწვდით“, – განაცხადა ლუკა კალანდიამ.