ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასური, 80 თეთრის ნაცვლად, შესაძლოა, 50 თეთრი გახდეს

ახალი, ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობის, ტარიფი – 80 თეთრის ნაცვლად, 50 თეთრი იქნება.

პირველი აპრილიდან ინტეგრირებულ სისტემაში 300 ლურჯი მიკროავტობუსი ჩაერთვება – ტარიფის ცვლილება ძველ, ყვითელ მიკროავტობუსების არ შეეხება.

აღნიშნულს “საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით დედაქალაქის მთავრობის 2021-2023 წლების სამუშაო პროგრამა” ითვალისწინებს. ერთხელ აღებული ბილეთით მგზავრს საათ-ნახევრის განმავლობაში შეეძლება მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსით მგზავრობა.

ნახეთ ვრცლად:

კომენტარები