„მადლობა ღმერთს, ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, 2020 წლის არჩევნების შემდეგ კოალიციის გარეშე“ – ირაკლი კობახიძე

-„კოალიცია ჩვენ არ დაგვჭირდება. „ევროპული საქართველო” ზუსტად იგივეა, რაც „ნაციონალური მოძრაობა”, შეგვიძლია ტოლობის ნიშანი დავუსვათ. ერთადერთი განსხვავება მათ შორის არის,  – „ნაციონალური მოძრაობა” არის 12%-იანი „ნაციონალური მოძრაობა”, „ევროპული საქართველო” – 3%-იანი „ნაცმოძრაობა”, შინაარსობრივად მათ შორის არავითარი განსხვავება არ არის, ერთი მეორეს სჯობნის იმ ნეგატიური მხარეებით, რითაც ხასიათდება ზოგადად “ნაციონალური მოძრაობა.

სხვა პარტიებსაც რაც შეეხება, – არ ვიცი… დღეს ოპოზიციური სპექტრი, მთლიანობაში, თავისი წარსულით, თავისი აწმყოთი ძალიან პრობლემურია”, –  განაცხადა „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ “ღამის კურიერში” სტუმრობისას.

წამყვანის კითხვაზე, ხომ არ არის შესაძლებელი, „ლელოსთან”, ან ალეკო ელისაშვილთან  კოალიცია შედგეს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

-„ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. მათთანაც სხვადასხვა მიზეზის გამო იქნება, პრაქტიკულად, შეუძლებელი რაიმე ტიპის კოალიციის შექმნა. მადლობა ღმერთს, ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, 2020 წლის არჩევნების შემდეგ კოალიციის გარეშე დავაკომპლექტოთ მთავრობა.

ნებისმიერი კოალიცია იქნებოდა ძალიან პრობლემური ამ ოპოზიციური სპექტრის პირობებში, რომელიც არის მთლიანად აგებული რაღაც მერკანტიულ და საკუთარ, სუბიექტურ ინტერესებზე“.

კომენტარები