მადონა ხარატიშვილის დიზაინით შექმნილი ფეხსაცმელები უკვე უცხოეთშიც იხილეს და მოიწონეს

მადონა ხარატიშვილის დიზაინით შექმნილი ფეხსაცმელები საქართველოში დიდი ხანია ბრენდია. მისი შემოქმედებითი „ავანტურა“ უკვე უცხოეთშიც იხილეს და მოიწონეს. პროფესიით თეატრის მხატვარია და ფეხსაცმელზე მუშაობა 14 წლის წინ დაიწყო. მის მიერ მოფიქრებულ თითოეული მოდელს, შეიძლება ითქვას, თავისი ისტორია აქვს.

მასთან იკერავენ ფეხსაცმელს: თამარ მაყაშვილი, დუტა სხირტლაძე, ნანა მესხი, მერაბ სეფაშვილი, გია სურამელაშვილი, ზალიკო ბერგერი… ყველა ზოდიაქოს ნიშნის ხასიათიდან გამომდინარე დამზადებული ფეხსაცმელების კოლექცია პირველად ბარსელონაში გამოიფინა. ამის შემდეგაც განსხვავებული კონცეფციის კოლექციაზე არაერთხელ იმუშავა.

  ნატურალურ ტყავზე  მუშაობს, ხელოვნურს არ იყენებს. ყველა გემოვნების ადამიანს შეუძლია თავისი სასურველი ფეხსაცმელი იპოვოს, ანუ ყველაფერია, რაც შეიძლება მოსწონდეს და უნდოდეს ნებისმიერი სტილის პიროვნებას. ბავშვის ფეხსაცმელზე მუშაობა დიდი ხანია დაიწყეს. ამის საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც საკუთარი ბავშვებისთვის ხარისხიანი ფეხსაცმლის შეძენა გაუძნელდა. ფეხსაცმელი გარეთ თუ ტყავია, შიგნით რატომღაც ტყავის შემცვლელს უკეთებენ. თანაც ხშირად ფასიც არ შეესაბამება ხარისხს. დიზინერთან მხოლოდ ექსკლუზიურ მოდელებს კერავენ.

„ფეხსაცმელები – ეს თავიდან ჰობი იყო, თუმცა მერე ისე მოხდა, რომ ეს გატაცება ძირითადი პროფესია გახდა. 23 მაისს თუმანიშვილის თეატრში პერსონალური გამოფენა მაქვს. იქ ჩემი 40-მდე ტილო იქნება გამოფენილი. ეს ჩემი პირველი პერსონალური გამოფენაა, ადრე მხოლოდ ჯგუფურ გამოფენებში ვიღებდი მონაწილეობას. ასე რომ, ჩემი შემოქმედების თაყვანისმცემლებს ველოდები“ – განაცხადა დიზაინერმა.

კომენტარები