„მათი დესტაბილიზაციის, დაპირისპირების, ძალადობისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის სცენარი დასრულდა აბსოლუტური ფიასკოთი. მას არა აქვს მომავალი“-არჩილ თალაკვაძე

-„აქციების მოწყობა და მუქარა არ არის ახალი. რადიკალური ოპოზიცია, უკვე დიდი ხანია ამით იმუქრება, ამას ახალ მოცემულობად ვერ მივიღებთ.  მოვუწოდებს ყველა ჯანსაღ ოპოზიციურ ძალას, დაბრუნდნენ პოლიტიკურ პროცესში, სამართლებრივი საკითხები სასამართლოში გაირკვეს, პოლიტიკა – პარლამენტში. რადიკალურმა ოპოზიციამ უნდა გააცნობიეროს,- მათი დესტაბილიზაციის, დაპირისპირების, ძალადობისა და დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის სცენარი დასრულდა აბსოლუტური ფიასკოთი. მას არა აქვს მომავალი“, -განაცხადა  პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დღეს დააკავეს. 

ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

18 თებერვალს, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი, 19 თებერვალს წარადგინა. 

პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადაიდო.

22 თებერვალს, მეათე მოწვევის პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა.

კომენტარები