„მათხოვრული დაფინანსება, რომელიც დაგვიტოვა მილიარდელმა ივანიშვილმა, 20 000 ლარი თვეში, რომელიც სჭირდება ყოველდღე ივანიშვილს თავისი დანგრეული სხეულის მასაჟისათვის ის თანხა იმასაც გვართმევენ“ – შალვა ნათელაშვილი

-„როგორც ცნობილია, „ლეიბორისტული პარტია“ ვერანაირმა ზეწოლამ ვერ აიძულა ივანიშვილის სახელობის პარლამენტში შესულიყო და გაყალბებული არჩევნების შედეგები და მიტაცებული, უზურპირებული ძალაუფლება გაეთეთრებინა.

სასჯელმაც არ დააყოვნა, ამ წუთში პლენარული სხდომა იხილავს ფაქტიურად „ლეიბორისტული პარტიის“ საქმინობის აკრძალვის თაობაზე კანონს, -ჩვენ გვერთმევა კომისიებში დელეგირება, სარეკლამო უფლება, ის მათხოვრული დაფინანსებაც, რომელიც დაგვიტოვა მილიარდელმა ივანიშვილმა, 20 000 ლარი თვეში, რომელიც სჭირდება ყოველდღე ივანიშვილს თავისი დანგრეული სხეულის მასაჟისათვის ის თანხა იმასაც გვართმევენ.

პარლამენტში შესულ ოპოზიციას მოვუწოდებ, ოლიგარქმა რეპრესიების ახალი ტალღა რადგან დაიწყო, გამოაცხადეთ ბოიკოტი, დატოვეთ პარლამენტი, მოვუწოდებ პრეზიდენტს, უუფლებოს, მაგრამ მაინც შეთანხების გარანტორს,  დაადე ვეტო არსებულ კანონპროექტს. მოვუწოდებ ჩვენს მოკავშირეებს ბრიუსელსა და ვაშინგტონში ბოლოსდაბოოს შობეთ –  ვინავიშილის ქონებას სანქციები დაადეთ“, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე კანონპროექტის შესახებ, რომელიც პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებას ითვალისწინებს.

კომენტარები