მათ დასახმარებლად საკვები პროდუქტებით და სასმელი წლით დატვირთული ინგუშები მივიდნენ. შორიახლოს საველე სამზარეულოს მსგავსიც მოაწყვეს, რომ გაყინული მძღოლებისთვის ცხელი საჭმელი

რუსეთ-საქართველოს საზღვართან, არ მისული ლარსის საგუშაგოზე (რუსეთის მხრიდან) რამდენიმე დღეა სატვირთო მანქანების კოლონაა გაჩერებული. 350 სატვირთო მაინც დგას. მათ საზღვარზე არ ატარებენ, რადგან საქართველოს სამხედრო გზაზე ზვავია ჩამოწოლილი და გზაა ჩაკეტილი.
მათ დასახმარებლად საკვები პროდუქტებით და სასმელი წლით დატვირთული ინგუშები მივიდნენ. შორიახლოს საველე სამზარეულოს მსგავსიც მოაწყვეს, რომ გაყინული მძღოლებისთვის ცხელი საჭმელი ეჭმიათ.
ინგუშებმა პირველ რიგში ქართველები მოიკითხეს და დახმარება გაუწიეს. ამას გაოგნებული უყურებდნენ რუსები, თურქები, სომხები და შუა აზიელები (მათ ხომ არ იცოდნენ ჩვენი ძმობის ისტორია). ინგუშებს არც ისინი დაუტოვებიათ უყურადღებოდ, მაგრამ ქართველებს განსაკუთრებით პატრონობდნენ. მათთან სურათებს იღებდნენ. სოციალურ ქსელშიც ატვირთეს და ასე წერენ, ჩვენი ძმები ქართველებიო.
მიყვარს კეთილი ადამიანები.
ჩემი პატივისცემა ძვირფას ვაინახ ინგუშებს…❤👏
პ.ს რაც არ უნდა ეცადოს მტერი ჩვენს შორის შუღლის ჩამოგდებას, ვაინახთა(ჩეჩნები-ინგუშები) და ქართველთა ძმობას წინ ვერაფერი აღუდგება!✊🏻
წყარო: @შორენა მარსაგიშვილი
კომენტარები