„მათ პოზიციასთან როგორც კი დასავლური ღირებულებები არ მოდის თანხვედრაში, მთელ დასავლეთს უშვერი ლანძღვა-გინებით ამკობენ“-დავით მაღრაძე

-„რომ არა დასავლეთი, ერეკლე მეორის დილემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო ერთ წამში. ამიტომ, ჩვენი ურთიერთობა დასავლეთთან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მათ პოზიციასთან როგორც კი დასავლური ღირებულებები არ მოდის თანხვედრაში, მთელ დასავლეთს უშვერი ლანძღვა-გინებით ამკობენ. დასავლური ღირებულებები მანამდეა ძვირფასი მათთვის, სანამ  მათ უმეცრებას შეუძლია მათი აღქმა. როგორც კი არ ესადაგება მათ ფრაზეოლოგიას და სურვილებს, მაშინვე  მტრის ხატი იქმნება დასავლეთისგან, ჩვენ თვალწინ შექმნეს უკვე მტრის ხატი, რეალობა სხვა რამეა. ერთადერთი მხარე არსებობს, – ჩემო სამშობლო მხარეო, იმ მხარემ უნდა თქვას სიტყვა. ეს არის პოლიტიკური ძიძგილაობა, კინკლაობა რომელიღაცა 0,3 პროცენტით აღჭურვილი პოლიტიკური პარტიების, ეს პარტიებიც პირობითია, თავმჯდომარეც თვითონ არის, წევრიც, დამსწრეც, ტაშის დამკვრელიც და ორატორიც“, – განაცხადა პოეტმა, დავით მაღრაძემ „დღის კურიერის“ ეთერში.

კომენტარები