მაიაკოვსკის ქუთაისური მოგონებები

ვლადიმირ მაიაკოვსკი მეორე რიგში მარცხნიდან მესამე.
ქუთაისის გიმნაზიის პირველი კლასი. 1903 წ.

1902 წ. 10 წლის ვლადიმირ მაიაკოვსკი ქუთაისის გიმნაზიაში ჩაირიცხა.

„თავდაჭერილი, მშვიდი, მორცხვი და გაწონასწორებული“… – ასე ახასიათებს კლასის ხელმძღვანელი.

ვლადიმირი ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო. განსაკუთრებული სიყოჩაღით გამოირჩეოდა მჭევრმეტყველებისა და ხატვის გაკვეთილებზე. პირველი რუსული რევოლუციის დროს სწავლისადმი ინტერესი საერთოდ დაკარგა.

ერთხელ რიონისპირას იჩხუბა და თავი გაუტეხეს. მასწავლებლებმა მხოლოდ ამ მიზეზით აპატიეს დღიურში გახშირებული ორიანები და გადაიყვანეს მეოთხე კლასში. – ბავშვობას ასე იხსენებს პოეტი მოგვიანებით.

მამის გარდაცვალების შემდეგ 1906 წელს მაიაკოვსკის ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. სწავლა გააგრძელა მოსკოვის მეხუთე კლასიკურ გიმნაზიაში.

წყარო: zen.yandex.ru

კომენტარები