მაია ბითაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს გაიყიდა ისეთი ტერიტორიები, სადაც პარკები უნდა იყოს

გამოწვევა, რომელიც თბილისს უდგას, არის ძალიან დიდი. პრაქტიკულად, ყველა რეკრეაციული ცარიელი სივრცე, რაც თბილისს ჰქონდა არის გასხვისებული – განაცხადა ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წევრმა, თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ „იმედის“ გადაცემა, „დღის ქრონიკაში“.

მისივე თქმით, რეკრეაციულ სივრცესთან ერთად, ასევე გასხვისებულია გზებიც.

„თბილისში საავტომობილო გზები გასხვისებულია და კერძო საკუთრებაშია. ვერ ვიტყვი რომ ეს პრობლემა წარმოიშვა რამდენიმე წლის წინ, ეს პრობლემა მოდის 90-ანი წლებიდან, არასწორი ურბანული პოლიტიკით, მიწების არასწორი გაყიდვით, რამაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს საერთოდ უპრეცედენტო მასშტაბი შეიძინა და გაიყიდა მათ შორის ისეთი ტერიტორიებიც, სადაც პარკები უნდა იყოს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

კომენტარები