მაია ბუწაშვილი: „კონდინციონერების ხელაღებით აკრძალვა არ შეიძლება. შესაძლოა, სიცხემ კიდევ უფრო მეტად გააუარესოს პირბადეების მოხმარება“

-„კონდინციონერების ხელაღებით აკრძალვა არ შეიძლება. შესაძლოა, სიცხემ კიდევ უფრო მეტად გააუარესოს პირბადეების მოხმარება. კიდევ უფრო მეტად სველდება პირბადე, უფრო ხშირად გამოსაცვლელი იქნება, ადამიანები მუდმივად მოიკიდებენ ხელს. ძნელად წარმოსადგენია,  სიცხეში პირბადე ნორმალურად გამოიყენოს ადამიანმა. შეიქმნება პირბადეების არგამოყენების რისკი.

შესაძლოა, მოხდეს ორგანიზმის გადახურება. ეს კი სერიოზული სტრესია ორგანიზამისთვის, ეს გარკვეულწილად, ჯანმრთელობისთვის საზიანოა. შეიძლება, ინფექციის წინააღმდეგ დაცვაც გააუარესოს.

ასევე უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციები არ ავრცელებენ ასეთ რეკომენდაციებს, რომ უნდა აიკრძალოს კონდიცირება შენობებში. ასეთი აკრძალვა ჯერჯერობით არ არის“.

მანამდე კონდინციონერების აკრძალვის საკითხს, მაია ბუწაშვილი საკუთარ ფეისბუკგვერდზე გამოეხმაურა და ვრცლად განმარტა, თუ რატომ არ უნდა აიკრძალოს კონდიცირება“, – განაცხადა ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

-„ოფისებში, ბანკებში, მაღაზიებსა და დახურულ სივრცეში საყოფაცხოვრებო კონდიციონერების გამოყენება მაღალი რისკის შემცველია.

საყოფაცხოვრებო კონდიციონერები, რომლებიც ჩვენთან ჩვეულებრივ გამოიყენება, შიგნით ჰაერს ატრიალებენ. სამწუხაროდ, მათი გამოყენება, ჯერ არსებული ყველა მონაცემებით, მაღალი რისკის შემცველია. თუ არ მუშაობს კონდიციონერი გარედან ჰაერის შემოტანაზე, მათი გამოყენება საშიშია. მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული. ვიცი, ზაფხულში სიცხე იქნება, გაგვიჭირდება, მიჩვეულები ვართ, მაგრამ მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ. 

კომენტარები