მაია ბუწაშვილი: „უკვე ვხედავთ კორონავირუსის არაკონტროლირებად გადაცემას – საგანგაშო“

-„ეს ციფრი არ არის ის, რომელიც საგანგაშო სტატისტიკაზე მიუთითებს, მაგრამ ჩვენთვის ნამდვილად რეკორდული მაჩვენებელია. უკვე ვხედავთ არაკონტროლირებად გადაცემას, ყველა ინფიცირებულის არსებულ წყაროსთან მიკუთვნება ვერ ხერხდება, ეს ის სიტუაციაა, როდესაც, შეგვიძლია ვთქვათ,  ბოლომდე ყველა კლასტერის კონტროლი ვერ ხერხდება, ამიტომ, სავარაუდოა შემთხვევათა აღმავლობა, თუმცა ეს მოსალოდნელი იყო, ამას მსოფლიოს ქვეყანათა უმრავლესობა ვერ ასცდა.

საქართველო კუნძულია არ არის, ის მსოფლიოს ნაწილია, თუ სხვა ქვეყანაში მიმდინარე პანდემიაა, ჩვენ ვერ დავრჩებოდით მწვანე ზონად“, – განაცხადა ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

საქართველოში კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 57 შემთხვევა დაფიქსირდა.  9 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამჟამად ინფიცირებულთა რაოდენობა 1830-ს შეადგენს, აქედან გამოჯანრმთელებულია 1334 ადამიანი.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1830 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1334-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები